ახლა უფრო მეტად ვტკბები საკუთარი ცხოვრებით

„მუდმივად იფიქრეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. პერსონალური განვითარების პროცესს ხომ საზღვრები არა აქვს. შეეცადეთ შეცვალოთ უკეთესობისკენ ამ სამყაროში და საკუთარ თავში ის, რისი შეცვლაც გსურთ“ – ამბობს ანა ნაგერვაძე, ფსიქოლოგიის პირველი კურსის სტუდენტი.

–ანა, რა არის თქვენთვის წარმატება?

-ჩემთვის წარმატება, დასახული მიზნების მიღწევა და საკუთარი თავის შეცნობაა. ახალ სოციუმში ყოფნა ასოცირდება წარმატებასთან. წარმატებული ვარ მაშინ, როდესაც შრომა მიფასდება.

– როგორ დღეზე იტყოდი „რა შესანიშნავი დღეა?“

-როცა მიზანს დავისახავ და მას ვაღწევ საოცარი თვითკმაყოფილების შეგრძნება მეუფლება, ეს არის ჩემი მშვენიერი დღე.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „თავდაჯერებულობის კურსის“ გავლა?

-მინდოდა ამემაღლებინა თვითშეფასება, დამემარცხებინა საკუთარი თავის წარმოჩენის შიში,აღარ გავქცეოდი რეალობას, პირდაპირ მეთქვა „არა“ თუ არ მინდოდა რაღაც, აღარ შემშინებოდა კითხვის დასმის ან პასუხის.

– რა მოლოდინები გქონდათ?

-კურსისგან ველოდი, რომ უფრო მოტივირებული გავხდებოდი, აღმოვაჩენდი საკუთარ დამალულ უნარებს და შესაძლებლობებს. ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ, სულ რაღაც ახალს ვეძებ.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?

-ნაყოფიერად. სიამოვნებით, თანადგომით, ახალის აღმოჩენის ჟინით, თითოეული ვიდეოს ყურების შემდგ, ვრწმუნდებოდი საკუთარ თავში და ეს პროცესი იყო სასწაული.

– რა შედეგები მოგცათ თავდაჯერებულობის კურსის გავლამ?

-დავიწყე ინსტაგრამის განვითარება, „გამოვიჭირე“ ჩემი მიმდევრები. სხეულსაც მივხედე, აღარ ვნერვიულობ კითხვის დასმის დროს ან პასუხის დროს, რასაც მინდა იმას ვამბობ, ოღონდ ვითვალისწინებ იმ პირობასაც, რომ როცა არ გკითხავენ არ ილაპარაკო. სწორმა მიდგომამ შეცვალა, სხვისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ვთქვი, რომ მე მსურს და მივიღე, იმიტომ რომ სწორად გადმოვეცი ჩემი სურვილი, გითხარით მყარი არგუმენტები და მივიღე ის, რაც მინდოდა. დავეხმარე სხვებსაც სწორი ნაბიჯის გადადგმაში და დღეს მადლობას მიხდიან ეს ადამიანები გაზიარებული გამოცდილებისთვის.  ახლა უფრო მეტად ვარ თავდაჯერებული და წელში გამართული. ახალ სოციუმში შევედი და დავიმკვიდრე თავი. სხვების უკან ჩუმად არ ვარ შეყუჟული. მივიღე, ამოვიცანი, ვცადე, გამომივიდა და ახლა უფრო მეტად ვტკბები საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი შედეგებით, საკუთარი მიღწევებით.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?

-ეს კურსი არის უსასზღვრო შესაძლებლობა. გინდა ურთიერთობის სწორად წარმართვა? ისწავლო ემოციების კონტროლი? დაისახო მიზნები და იწამო საკუთარი თავის? სწორედ, რომ თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი დაგეხმარება ამ ყველაფერში. ეს კურსი „შეგაჯანჯღარებს“ გამოგახედებს რეალობისკენ, თავს აგაწევინებს და მერე მოხდება საოცრება, შენში მშიშარა და უმიზნო გოჭი გაქრება, ყოველი ახალი დღე კი, იქნება რაღაც ახალის შემეცნება.

– თქვენ უკვე დაასრულეთ კურსი. თუ გიფიქრიათ იმაზე, ამის შემდეგ თქვენი მიზანი და შესაძლებლობები როგორ დაბალანსდება?

-ჩემი მიზნები და შესახლებლობები იმდენად დაბალანსდა ამ კურსის შემდეგ, ვერც კი აღგიწერთ. მორჩა ყოყმანი, დროა დღევანდელი დღით დაიწყო ცხოვრება. მე უბრალოდ ავდექი და დავიწყე მუშაობა. წარმატება არ მოვა შრომის გარეშე. ის მასთან მიდის, ვინც იცის, როგორ იაროს.

–ანა, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა მეტი წარმატებული შედეგი. მინდა მივიღო მაქსიმუმი საკუთარი თავისგან.მთავარი მოტივატორი, რისთვისაც ვშრომობ ეს არის კარიერული წინსვლა, მსოფლიოს შემოვლა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება. მჯერა, რომ თავდაჯერებულობა ყველაფერში დამეხმარება. იმის მჯერა, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რაც კი შეიძლება გონებამ წარმოიდგინოს და დაიჯეროს.

 

 

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი

ჟურნალისტი