დავით კავლელაშვილი

პერსონალური ბრენდის პროგრამის მონაწილე

საჯარო სამსახურის პარალელურად ახალი სპეციალობის – ინტერიერის დიზაინის დაუფლება და ორ კვირაში პირველი სამი შეკვეთა, 3000₾-ზე მეტი შემოსავალი და 2 სტატია მასმედიაში.

ნიშა: ინტერიერის დიზაინი

A წერტილი

განუსაზღვრელი ნიშა, კონტენტ სტრატეგია, შემოსავალი ახალი საქმიანობიდან - 0

B წერტილი

აითვისა ახალი სპეციალობა, მიიღო პირველი შეკვეთები, შემოსავალი ახალი ნიშიდან 3000+ ორი კვირის განმავლობაში, დაინტერესდა მედია, წერენ სტატიებს.

გასულმა პანდემიურმა წელმა არაერთი ადამიანის გეგმებში შეიტანა ძირეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. გადავწყიტე ისეთი პროფესიის დაუფლება, რომელიც ჩემი შესაძლებლობლები უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას მომცემდა და ეს ახალი პროფესია არის გრაფიკული დიზაინი, რომლის პრაქტიკაში რეალიზება და სერვისის მიწოდება-გაყიდვების გაზრდა მოითხოვს შესაბამის ცოდნას.

ალბათ ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ მხოლოდ პროფესიის დაუფლება არ არის საკმარისი, მთავარი ამოცანაა ამ პროფესიის გააქტიურება.

სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში წავაწყდი „კარიერული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ მარათონს ,,რესტარტი“. ,,რესტარტი“ თავისთავად გულისხმობს გადატვირთვა-განახლებას, რაც მართლაც მჭირდებოდა, გავიარე რეგისტრაცია, დავასრულე ეს შესანიშნავი 7-დღიანი მარათონი და ნათლად დავინახე, თუ რამდენად წამადგა თაიმ-მენეჯმენტის დახვეწასა და ჩემს გააქტიურებაში. მარათონის წარმატებით დასრულებიდან, ზუსტად ერთ კვირაში დავრეგისტრირდი, ამავე ცენტრის პერსონალური ბრენდის განვითარების კურსზე;

კურსის განმავლობაში მე შევისწავლე უამრავი ტექნიკა, როგორიც არის მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, რომელიც ნამდვილად გამოსადეგია რეალურ სამყაროსთან ურთიერთქმედებისას

მთავარი არის ამ ცენტრში არსებული ჯანსაღი გარემო და ის საუკეთესო და უნიკალური სტაფი, რასაც მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა.

 

პირადად მე ეს ყველაფერი მარათონის სახელად ,,რესტარტი“ს დაწყებიდან პირველივე დღეს ვიგრძენი, თუ რამდენად ყურადღებიანი სტაფი იყო ჩართული ამ პროგრამის ორგანიზებაში. შემდეგ კი იყო ახალი მეგობრების შეძენა, სწავლის პროცესში საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა და გუნდური მუშაობის პრინციპი, ასე ვთქვათ რაც ვისწავლე სულ ყველაფერი ხალისით და იმდენად წარმატებით, რომ არ მეგონა ჩემს ასაკში ასე მარტივად თუ შევძლებდი თეორიული მასალის დაუფლებას, შემდეგი ჩემი სამიზნე კურსი აღმოჩნდა ,,პერსონალური ბრენდის გააქტიურება“, იმდენად საინტერესო, რომ რატომღაც კურსის 3 თვე მეცოტავება – თუმცა პროგრამულად 3 თვის მასალაა და რას ვიზამთ. ამ კურსმა მასწავლა ჯანსაღი და გაწონასწორებული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მომცა ახალი პროფესიის განვითარების სწორი მიმართულება.

პროგრამის მიმდინარეობისას დავიწყე კონტაქტის წერტილების მოწესრიგება, დავსახე სამოქმედო სტრატეგია, ინტერიერის დიზაინის შესწავლის პარალელურად, დავიწყე ახალი ნიშის თანმიმდევრული ნაბიჯებით შენება ONLINE სივრცეში; ასევე ჩემი სერვისის/პროდუქტის მიწოდებისათვის ამ კურსმა მასწავლა, თუ როგორ უნდა მოვახდინო კონტაქტის წერტილებზე OFFLINE თუ ONLINE სწორი პოზიციონირება, იმ ტექნიკებით როგორიც არის: მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, როლური მოდელი, მონეტიზაციის მექანიზმები, პროდუქტის სახაზავი, offer-ის ფორმულები, კონტენტ შეფუთვა, მარკეტინგი, კონტაქტის წერტილების განსაზღვრა, ტრიგერების მართვა და მრავალი სხვა რამ, რაც ვფიქრობ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს.

გრაფიკული დიზაინის სწავლის პარალელურად პერსონალური ბრენდის განვითარების კურსის ფარგლებში გამოვუშვი პირველი სერვისი – ეს იყო ინტერიერის დიზაინის რენდერების შექმნა, მივიღე პირველი პროექტის შეკვეთა, რასაც იმავე კვირაში მოყვა მეორე პროექტი და ახლა უკვე მიღებული მაქვს მესამე პროექტის შეკვეთა და ეს ყველაფერი მოხდა თებერვლის ბოლოდან 2 კვირის მანძილზე, რატოომ? იმიტომ რომ პერსონალური ბრენდის სწორი ფორუმულა და სანდოობის მარკეტინგი იზიდავს მიზნობრივ აუდიტორიას და ყიდვისკენ უბიძგებს მას.

  მე მივხვდი, რომ სამყარო მზადაა იყიდოს შენგან რამე, მთავარია სამყაროს შესთავაზო შენი სერვისი თუ პროდუქტი სწორი მიდგომებითა და მოქმედებებით.  

ალბათ ამ კურსზე რომ არ მოვხვედრილიყავი, დღეს ამ მიღწევებზე ვერც მე ვისაუბრებდი და ვერც მკითხველი გაიგებდა.

ჩემი ამჟამინდელი სამსახურის პარალელურად, გრაფიკული დიზაინისა  და ,,პერსონალური ბრენდის განვითარების” კურსის მსვლელობისას, ვინ მოთვლის რამდენი ღამე გამითენებია, რომ მომდევნო დღისთვის ვებინარზე შესრულებული დავალება წარმედგინა.    

და ბოლოს: მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ასაკის და სქესის განურჩევლად, თუ გსურთ ამ სამყაროში რეალიზდეთ, კარგად ისწავლეთ ,,პერსონალური ბრენდის განვითარების“ კურსზე და მიაღწევთ იმ შედეგს, რომ ჩემს შემდეგ თქვენ დაწერთ თქვენი დიდი წარმატების შესახებ.

ასევე იხილეთ