„ვგრძნობ, ყველაზე მეტად ახლა მაქვს ბალანსი“

ღრმა ბავშობიდანვე ბევრ რამეს სწავლობს ადამიანი შეგრძნებების დონეზე. მარტო გამოცდილებით ან მარტო გონებრივი შესაძლებლობებით ვერ ისწავლი. ზოგჯერ, უნდა იგრძნო იმისთვის, რომ რაღაც ახალი შეიძინო. უნდა იგრძნო, რომ შენ უკვე საკმარისი ხარ. შენ სამყაროსთვის ღირებული ხარ.

 „საზოგადოებას მოსწონს ადამიანები, რომლებიც სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებს. ცხოვრებაში ეს კარგი შტრიხია, მაგრამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიხვიდეთ. საერთოდ არ არის საჭირო საკუთარი თავის დაკნინება. თქვენ ღირებული ხართ ამ სამყაროში და გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები მიაღწიოთ მწვერვალბეს. თქვენში ყველა საჭირო რესურსია, მთავარია მათი სწორად გამოყენება ისწავლოთ“ – ამბობს ელენე თოლორაია. ის თბილისის #143 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და მომავალი იურისტია.

– ელენე, რა არის თქვენთვის წარმატება?

-ჩემთვის წარმატება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის მიღწევაა. დიდი მიზნების დასახვა გჭირდება წარმატებისთვის, რადგან ისინი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ამისთვის საკუთარ თავთან მუშაობაა საჭირო. დიდი მიზნები ერთ დღეში არასოდეს მიიღწევა. მახსენდება ჯონ კენედის სიტყვა მთვარეზე გაფრენასთან დაკავშირებით: მან აღნიშნა, რომ მისიისთვის მზადებას მთელი დეკადა დაეთმო და არა, მაგალითად, ბოლო 1 კვირა.

– როგორ დღეზე იტყოდი „რა შესანიშნავი დღეა?“

-ალბათ, ის დღეა, როდესაც ხვდები ადამიანს, რომლისგანაც შეგიძლია ისწავლო. საქართველოში ხშირად გამიგია – მაგას თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო. არ ვეთანხმები. შეიძლება, ერთი და იგივე მასალა ყველგან ისწავლო, მაგრამ საჭიროა, შეხვდე ადამიანს, რომელიც განსხვავებულად გასწავლის; იმას გასწავლის, რასაც ვერსად ამოიკითხავ. ალბათ, შესანიშნავი დღეც ამით ხასიათდება, რომ ასეთ დღეს ხვდები ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებით საინტერესოა. ჩემთვის მაშინაც შესანიშნავი დღეა, როცა ყოველი ახალი დღის დასაწყისში ვგრძნობ, რომ ჩემი მიზნისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული მაქვს.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „თავდაჯერებულობის კურსის“ გავლა?

-მე კარიერული განვითარების ცენტრთან ადრეც ვთანამშრომლობდი. გავიარე სამართლის ორ თვიანი კურსი 2019 წელს და ჩემს ემოციებს, შთაბეჭდილებებს, საზღვარი არ ჰქონდა. გარემომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. სულ სხვა თვალით დამანახა რიგი საკითხები. რაც ყველაზე მთავარია ჩემი მომავალი პროფესია შევისწავლე, შევიგრძენი და გავაცნობიერე, რომ ეს ჩემია.  ჩემი თავდაჯერებულობის კოეფიციენტის მატება სათავეს აღნიშნული კურსისან იღებს! როდესაც სოციალურ ქსელში ვნახე პოსტი თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსთან დაკავშირებით მივხვდი, რომ ეს ჩემთვის  უნიკალური შესაძლებლობა იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა. მჭირდებოდა საკუთარი, დამალული უნარების აღმოჩენა და დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია არ გაჩერდე.

 – რა მოლოდინები გქონდათ?

-კარიერული განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული ყოველი ახალი ვებინარის დროს ვპოულობდი ახალ შესაძლებლობებს საკუთარ თავში. მაგრამ, ვგრძნობდი მაკლდა რაღაც ისეთი, რაც არ მაძლევდა მეტის გაკეთების უფლებას. მინდოდა დამელაგებინა საკუთარი ინტერესები, უნარები და ყველაფერი, რაც ჩემს პერსონალურ განვითარებას ხელს უშლიდა. კურსიდან სწორედ ამას ველოდებოდი.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?

-სწავლის პროცესი საოცრად ნაყოფიერო იყო. თითოეული ვიდეო პროდუქტიული. ყოველი ახალი ვიდეოგაკვეთილი საკუთარ თავს გამორჩეულად მანახებდა. სწორედ სწავლების პროცესში მივხვდი, რომ მწვერვალების დაპყრობა შეიძლება, მთავარია მიიღო ბევრი უარი და ნეგატივი.

– რა შედეგები მოგცათ თავდაჯერებულობის კურსის გავლამ?

-შედეგი პირველივე ვიდეოდან ვიგრძენი. საკუთარ თავში დავიწყე ძიება დასწავლილი უმწეობის და შინაგანი თვითმარქვიას სინდრომის. ვისწავლე ტექნიკები თუ როგრო უნდა შევებრძოლო ამ უკანასკნელს. მოვისმინე ისეთი ქეისები, რომლებიც ჩემი მოტივატორები გახდნენ და კიდევ ერთხელ შემახსენეს, რომ შეუძლებელი არაფერია! აქამდე, ყოველთვის ჩემი მარცხის, წარუმატებლობის, დაბრკოლების მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებდი, მეშინოდა ახალი ნაბიჯის გადადგმის, იქნებ არ გამიმართლოს, იქნებ ეს ასე არ არის და ა.შ ახლა, მე საკუთარი თავის და შესაძლებლობების მჯერა. ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად ახლა მაქვს ბალანსი.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?

-ამ კურსს შეუძლია ადამიანს თვალი აუხილოს. სწორი გზა დაანახოს. პიროვნებას ეხმარება ჩაიხედოს საკუთარ თავში, აღმოაჩინოს რომელიღაც კუთხეში მიმალული უსაზღვრო შესაძლებლობები.  ეს კურსი ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, რადგან კურსი რადიკალურად შეცვლის მათ ცხოვრებას. ისინი გახდებიან მიზანდასახულები, ინიციატივიანები და საკუთარ თავში დარწმუნებულები. ისინი იპოვიან ახალ სამყაროს, რომელშიც აუცილებლად ძალიან ბედნიერები იქნებიან. სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, სულ ვცდილობ ყველა წესი და კანონი, რომელიც „დაგვიწესეს“ შევცვალო.

– თქვენ უკვე დაასრულეთ კურსი. თუ გიფიქრიათ იმაზე, ამის შემდეგ თქვენი მიზანი და შესაძლებლობები როგორ დაბალანსდება?

-კურსმა მომცა ინსტრუქცია რა და როგორ უნდა გავაკეთო. დაბალანსება ეს უკვე ჩემი პასუხისმგებლობაა. მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები უსაზღვროა. დავრწმუნდი, რომ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ამისთვის კი, ბევრი უნდა ვიშრომო და აუცილებლად მივწვდები ყველა მწვერვალს.

– ელენე, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-ჩემი მიზანი წარმატების მიღწევაა. თავდაჯერებულობის კურსის შედეგად კი, მე ვიცი, როგორ მივაღწიო მას და რა გზით უნდა ვიარო.  სამყარო ხომ გზას მას უთმობს, ვინც იცის, საით მიდის.

 

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,

ჟურნალისტი