თავდაჯერებულობა ქმნის წარმატებას

ადამიანებს თავდაჯერებულობა აკლიათ. ვხედავ, როგორ ეშინიათ ახალი გამოწვევევბის და როგორ უკუაგდებენ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რასაც სამყარო ჩუქნით. ასეთ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, რადგან საკუთარი თავი მუდმივი არასრულფასოვნებისა და მარცხისთვის გაწირეს. სჭრიდებათ, იმიტომ რომ ახალ შეთავაზებზე უარი არ თქვან შიშის გამო, აღარ ადევნონ თვალი თუ როგორ განახორციელებენ სხვები მათ იდეებს. ძალიან მინდა ადამიანებმა მიიღონ საკუთარი თავი და შეიყვარონ. მინდა, მათ დაისახონ მიზნები და იცოდნენ თუ რა შესაძლებლობები იმალება მათში – ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ნინუცა ნადირაშვილი, რომელმაც კარიერული განვითარების ცენტრში თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი გაიარა.

– ნინუცა, რა არის თქვენთვის წარმატება?
– ჩემთვის, წარმატებული ნიშნავს, მივაღწიო ჩემი პიროვნების იდეალს. სრულად გამოვიყენო ჩემი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობანი. შევქმნა და დავტოვო ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებული და ფასეული. წარმატება ორი სახისაა: პატარა და დიდი წარმატებება. პატარა წარმატება – იმ წარმატებათა კატეგორიაა, რომელსაც ვაღწევ ყოველდღე, როდესაც ჩვენი დიდი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მივდივარ. ადამიანები ყოველწუთს აღწევენ წარმატებას სამსახურში, ბიზნესში და პირად ცხოვრებაში, მაგრამ უმეტეს მათგანს მხოლოდ იმიტომ შეიძლება ეწოდოს პატარა წარმატება, რომ ისინი ხშირად დროებითია და არამყარია. მაგალითად, თუ ადამიანი სამსახურში დაწინაურდა ეს არ ნიშნავს,რომ მან დიდ წარმატებას მიაღწია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის წარმატებით აგრძელებს წინსვლას თავისი „დიდი მიზნისკენ“. რას შეიძლება ეწოდოს „დიდი წარმატება“? დიდი წარმატება – ნიშნავს მიაღწიო იმას, რაც მთელი გულით გსურს და იდეალს წარმოადგენს შენთვის. წარმატების ასეთი დაყოფა არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი თავისი მნიშვნელობით ჩამორჩება ერთმანეთს. პატარა წარმატებათა მიღწევის გარეშე რთულია დიდის მიღწევა. პატარა წარმატებები მტკიცე აგურებია დიდი წარმატების კედელში.

– როგორ დღეზე იტყოდი „რა შესანიშნავი დღეა?“
– როდესაც ჩემ დასახულ მიზანს ან ვაღწევ ან ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები მას.

რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და
„თავდაჯერებულობის კურსის“ გავლა?

– კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსის გავლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მივხვდი ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ვამჩნევდი, როგორ უკან მივდიოდი. ვნადგურდებოდი. მჭირდებოდა, ისეთი რამ, რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და გამხდიდა თავდაჯერებულს, ინიციატივიანს და მიზანდასახულს. სწორი არჩევანი გავაკეთე მაშინ, როცა კარიერული განვითარების ცენტრს მივმართე.

– რა მოლოდინები გქონდათ?
– ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა. ვიცოდი, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა ყველაფერი უკეთესობისაკენ და სწორედ იმ პრობლემების გადაჭრას ვისწავლიდი, რომელიც მუდმივად ხელს მიშლიდა პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?
– სწავლის პროცესი ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობდა. ვიდეო გაკვთილიდან მომდევნო ვიდეო გაკვეთილამდე ვიზრდებოდი და ყოველჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. არანაირი პრობლემა არ შემქმნია პირადად მე. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა ჰქონდა, მაგალითად ტექნიკური, გვქონდა ჩატი 24/7-ზე და ყოველთვის მზად იყვნენ ჩვენს დასახმარებლად.

– რა შედეგები მოგცათ თავდაჯერებულობის კურსის გავლამ?
– თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსმა ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან კურსმა მე ახალი სამყარო მაჩუქა. ერთ-ერთი ყველაზე არათავდაჯერებული ადამიანი ვიყავი. ცხოვრებაზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და ყველანაირი იმედი გადაწურული. მაგრამ ამ კურსის გავლის შემდეგ, ისეთი მოტივირებული და მიზანდასახული გავხდი, რომ მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავ და ვიცი, რომ დავიპყრობ კიდეც.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?
– ჩემი აზრით, ეს კურსი ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, რადგან კურსი რადიკალურად შეცვლის მათ ცხოვრებას. ისინი გახდებიან მიზანდასახულები, ინიციატივიანები და საკუთარ თავში დარწმუნებულები. ისინი იპოვიან ახალ სამყაროს, რომელშიც აუცილებლად ძალიან ბედნიერები იქნებიან.

თქვენ უკვე დაასრულეთ კურსი. თუ გიფიქრიათ იმაზე, ამის შემდეგ თქვენი მიზანი და შესაძლებლობები როგორ დაბალანსდება?
– უკვე დაბალანსებულია.

– ნინუცა, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– სამამოვლოდ ძალიან დიდი გეგმები და მიზნები მაქვს. ვიცი, რომ ყველა მიზანს მივაღწევ. კურსმა უკვე მომცა ამის ძალა და შესაძლებლობა. ახლა ვიტყვი, რომ თავდაჯერებულობა ქმნის წარმატებას. ახლა ჩემი ჯერია. მოემზადე სამყარო!

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი