თავდაჯერებულობა – წარმატების გზა

ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება!

ჩვენში არსებული დაგროვილი ტრამვების განკურნებითა და საკუთარი მეს გაფრთხილებით, მოვლით და ზრუნვით. თავდაჯერებულობა იწყება საკუთარი თავის სიყვარულიდან, ზრუნვიდან და შენი სურვილების ღიად გამოვლენის წუთიდან.

რატომ?
იმიტომ, რომ ეს ის ეტაპია, როცა უკვე შენზე ვერ მოქმედებს გარესამყაროს ფაქტორები. როგორიცაა: ბულინგი, სხვისი აზრის მოხვევა, სხვა ადამიანებიდან წამოსული უარყოფითი მუხტი, შენში არსებული სურვილების ჩაკვლის „წყურვილი“. ჰოდა თუ თავისუფლდები გარემო კონცეფციებისგან, იკვლევ შენს ტრამვებს, საკუთარ თავს უღრმავდები, დაგროვილ ემოციას გარეთ უშვებ, სამყაროში აბნევ და ირგვლივ ყველასთვის მალამოსავით შეგიძლია არსებობა, რადგან შენ იცი, სიტყვა ერთადერთი ბასრი იარაღია, როგორ გამოიყენებ მას, ეს უკვე შენი საქმეა. გამოიყენებ მალამოდ? გამოიყენებ ბოროტებისვის?

სწორედ ამიტომ, სამყაროს სიკეთე სჭირდება, სწორად მოაზროვნე ადამიანების ჯანსაღი ქმედებები, თავდაჯერებული ადამიანები, შედეგზე ორიენტირებული თაობა. თუ დავამატებთ იმ ფაქტს, რომ აუცილებლია, ვიცოდეთ ზღვარი, ის ოქროს შუალედი, რომელიც ყველგან გამოგვადგება. დავიცვათ ზომიერება, ეს არის უმთავრესი ფაქტორი ამ ყველაფრისა! თუ შენ გიყვარს საკუთარი თავი შენ გიყვარს სხვებიც, შენ ვერ განიცდი სიძულვილს, რადგან იცი რომ ეს ბოროტებაა. შენ თუ შეგიძლია სხვებს სიტყვა შხამად კი არა, მალამოდ დაუდო ნატკენ გულზე ადამიანი ხარ.

შენ თუ იცი, როგორ შეგიძლია მართო საკუთარი თავი, გიყვარდეს ის და მიიღო ისეთი როგორიც არის, მიიღო სხვები ისეთები, როგორებიც განგებამ ჩაიფიქრა, შენ ხდები თავდაჯერებული, ხდები საკუთარი თავის გურუ, რომელსაც არ შეუძლია დამარცხება, იმიტომ, რომ ბრძოლა აქვს მოგებული, ბრძოლა საკუთარ თავთან.

ადამიანებს თავდაჯერებულობა აკლიათ. სამყარომ ჯერ კიდევ არ იცის როგორი კაშკაშა ვარსკვლავია თქვენში. თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებიათ, რომ თავდაჯერებულობა ზუსტად შენივე თავის სწორად მართვიდან მოდის.

ციფრულ სამყაროში თავდაჯერებული ადამიანები გაიმარჯვებენ მხოლოდ. ეს ფაქტია, რადგან ჩვენ ტექნოლოგიების იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც 75% თავდაჯერებულობის პრობლემა აქვს, დასწავლილი უმწეობის და შენაგანი თვითმარქვიას სინდრომები არ გვაძლევს გასაქანს ვაკეთოთ მეტი და დავტკბეთ ჩვენი შედეგებით. მხოლოდ თავდაჯერებულ ადამიანებს მათ შესწევთ ძალა ბრძოლის და ამ ბრძოლაში გამარჯვების. მოდით მოვიქცეთ ასე. აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ რისი გეშინიათ, რა გაბრკოლებთ, შემდეგ მოუძებნეთ თითო არგუმენტი ასახსნელად და ბოლოს გაეცით პასუხი მთავარ შეკითხვას? როგორ? პრობლემას ხედავთ, მაგრამ არ იცით როგორ გადაჭრათ ის, ხომ ასეა? არადა, სიანმდვილეში თავი ყველას თავდაჯერებული ჰგონია, თუმცა ინდა გითხრათ, რომ ასე არარის! ისინი ვერ უღრმავდებიან საკუთარ თავს და აქ ჩნდება უამრავი პრობლემა. ხელოვნურად შექმნილი თავდაჯერებულობა ნიშნავს ხალხს აჯერებდე რომ შენ ხარ თავდაჯერებული, მხრებში გამართული პიროვნება თუმცა ვერა და ვერ გამოგდიოდეს ის საქმეები რომლებიც მიზნად დაისახე, სწორედ იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა გაკლია ამ დროს, არ გაქვს იმედი და სხვებზე ხარ დამოკიდებული. მოიხსენი სხვებზე დამოკიდებულების ბორკილები, აუღე ალღო საკუთარ თავს და დაისახე მიზნად გახდე ბოლომდე საკუთარი თავი, ამ დროს თავდაჯერებულობაც მაღლდება და ყველა იმ ფაქტორს უახლოვდები, რომელიც საკუთარ თავთან ასე გაშორებდა. ჩემი აზრით ყველა ზემოთხსენებულის გათვალისწინებით ჩვენ გავხდებით თავდაჯერებული და ვისწავლით როგორ ვიცხოვროთ მარტივად.

გამოსავალი არსებობს რა თქმა უნდა. იმოქმდეთ! არ გაჩერდეთ! მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე! გიყვარდეთ საკუთარი თავი, ეურთიერთეთ მას და დარწმუნდით საკუტარ შესაძლებლობებში. ანათეთ და ყოველდღე უთხარით საკუთარ თავს – მე შემიძლია!

ავტორი:

ხატია ძნელაძე