თავდაჯერებულობა – წარმატებისთვის

სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ – დედამიწაა. ჩვენი თავშესაფარი კი, დაახლოებით ოთხი მთელი ხუთი მილიარდი წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ვიცვლებით ჩვენც.ზოგჯერ ცხოვრების კიბეზე ზევით წარმატებით ავდივართ, ზოგჯერ ვეცემით, ზოგჯერ კი აღმასვლას საპირისპიროს ვამჯობინებთ. ცხოვრება მდინარესავით მირაკრაკებს და ამ სამყაროში წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. უმნიშვნელოვანესიასთავდაჯერება, შრომა, სურვილი, ენთუზიაზმი. საკუთარი თავის რწმენა კი წარმატების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი თავის და საკუთარი შესაძლებლობების, მცირე დაბრკოლება შესაძლოა, გადაულახავ ბარიკადად წარმოვიდგინოთ, გადასალახავად კი ნებისყოფა არ გვეყოს, რადგან საკუთარ გონებაში, ღრმად ჩაბეჭდილ დებულებას: ,,მე ვერ შევძლებ“, დანებება მოესურვოს და არა პირიქით.
ადამიანთა შესაძლებლობები უკიდეგანოა. გვაქვს უნარები, რომლებიც უნდა მოვიხმაროთ. თავდაჯერებული ადამიანი ცდილობს მათ გამოყენებას, დაცემისას წამოდგება, საკუთარ თავს ეტყვის, რომ ის შეძლებს და გზას გააგრძელებს, შეიძლება, შეეშინდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ შიში ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. უნდა ვაკონტროლოთ, რომ მთელი ჩვენი სხეული არ მოიცვას, არ დაგვაბნიოს და არ შეგვაჩეროს.
თავდაჯერებული ადამიანები პატივს სცემენ საკუთარ თავს, შესაბამისად, პატივს სცემენ სხვებიც.
ჩემი აზრით, არასწორი და ზემეტად მაღალი თვითშეფასება და თავდაჯერება, შესაძლოა, ისეთივე მავნე იყოს, როგორიც თავდაჯერებულობის არქონაა. შესაბამისად, ზომიერება აუცილებელია. საკუთარი თავი სწორად უნდა შევაფასოთ. თავდაჯერება არ გულისხმობს ამპარტავნობას, რომელიც ზნეობის სინაკლებეა.
ცხოვრება დიდი გამოწვევაა, რომელიც მოულოდნელობებით გვამარაგებს. ზოგჯერ ვერ ვიმარჯვებთ, ამ დროს კი თვითრწმენამ უნდა წამოგვაყენოს და დანებების ნაცვლად, შეცდომებზე გვასწავლოს.
თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ თამამები. შეგვეძლოს გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მაშინაც კი, როცა სხვების აზრს არ შეესაბამება. ადამიანები გონიერი არსებები ვართ, შეგვიძლია ფიქრი, შეგვიძლია სიტუაციას გონების თვალი ვადევნოთ. გაგვაჩნია განსხვავებული შეხედულებები. საწინააღმდეგო აზრმა შესაძლოა, ჩვენს აზრში დაგვაეჭვოს, რაც არც თუ ისე გამოსადეგია. მნიშვნელოვანია, გავიგოთ რას ვფიქრობთ, გავააანალიზოთ და დავასკვნათ. ნუ განვსჯით სხვებს და პატივი ვცეთ სხვების აზრს. ეს თავდაჯერებულობის ერთ-ერთი კრიტერიუმია.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალის ,,ენის’’ მთავარ პერსონაჟს დაბალი თვითშეფასება აქვს. ენზე ძალადობენ. ის იჯერებს ცრუ სიტყვებს, რომელსაც ხშირად ეუბნებიან. თვლის, რომ ის არასასურველი და მარტოსულია. ოცნებობს სითბოზე, სიმშვიდეზე, სიყვარულზე. გულის სიღრმეში სურს, რომ გახდეს ისეთი სასურველი და მშვენიერი, როგორც მისთვის გაიდეალებული, მის ფიქრებში მცხოვრები პრინცესა კორდილიაა. ფიქრობს, რომ არ არის ლამაზი, ცდილობს, შეიცვალოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს არ მოსწონთ. სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ უფლის შობილი ყველაფერი ლამაზია. არ იცის, რომ ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც სხვებს უნდათ რომ იყოს. ამისდა მიუხედავად, ენი გულთბილი, კეთილი, მზრუნველი, ერთგული და ძალიან ჰუმანური პიროვნებაა.
ამრიგად, ნუ დაგვავიწყდება, რომ საკუთარი თავის რწმენა უმთავრესია. თავდაჯერება და სათანადო თვითშეფასება, შრომასთან ერთად, წარმატების მთავარ გასაღებს წარმოადგენენ. დავამყაროთ იმედი საკუთარ თავზე და არა სხვებზე. დავისახოთ მიზანი და ასახდენად ცდა არ დავაკლოთ. ნუ მივცემთ საკუთარ თავს დანებების უფლებას, ვიშრომოთ, ვისწავლოთ და საკუთარ თავს ხშირად ვუთხრათ – ,,მე ეს შემიძლია“. ვიყოთ ზომიერად თავდაჯერებულები, ჭეშმარიტად განვსაზღვროთ ყოველივე. გვქონდეს სწორი თვითშეფასება. ვეთანხმები კელერის ნათქვამს: ,,ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს, განსაზღვრავს ან უფრო ზუსტად, მიმართულებას აძლევს მის ბედს“. თვალი გავუსწოროთ რეალობას. ვიყოთ რეალისტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, ვირწმუნოთ, ვეცადოთ და ვიბრძოლოთ!

ავტორი:

თამარ ბებია