თინათინ ტალახაძე

დასაქმების ექსპრეს კურსის კურსდამთავრებული

ადამინური რესურსების მენეჯერი

A წერტილი

სწავლობდა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, არ ჰქონდა სამუშაო გამოცდილება

B წერტილი

დასაქმდა საკუთარი პროფესიით HR მენეჯერად, აქვს სტაბილური შემოსავალი და საყვარელი საქმე

როდესაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე საფუძვლიანად გავეცანი ზოგად ფსიქოლოგიას, მაშინ გავაცნობიერე თუ რა მინდოდა ცხოვრებაში, ძალიან მინდოდა კარიერულ წარმატებას მიმეღწია ჩემთვის სასურველ სფეროში, მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, როგორ გადამედგა პირველი ნაბიჯები, დასაქმების ექსპრეს კურსის პროგრამა კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო ჩემთვის, მესწავლა როგორ მეპოვნა და განმევითარებინა ჩემში ვარსკვლავი.

ჩემში შთაბეჭდილება გამოიწვია იმან, რომ ეს კურსი ზუსტად იყო მორგებული ჩემს ინტერესებზე, იმაზე მეტი რამ აღმოვაჩინე საკუთარ შესაძლებლობებში ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო.

პროგრამის მიმდინარეობისას მივაღწიე იმას რომ გავხდი თავდაჯერებული, მოტივირებული და ვიცოდი საკუთარი შესაძლებლობების ფასი, ამიტომ აღარ მეშინოდა ჩემს კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმის.

როცა მეგონა რომ სულ ნულიდან მიწევდა ყველაფრის დაწყება გამოცდილების გარეშე, საკუთარი რეზიუმეს შექმნისას აღმოვაჩინე რომ სულაც არ ყოფილა ასე, რადგან საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მქონია იმისთვის რომ თავისუფლად დამეწყო ჩემი მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა.

კურსის დასრულების დღეს, ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიაში მოვსინჯე ჩემი ძალები და გადავგზავნე ჩემი პირველი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, მე შევძელი მეპოვნა ჩემი ვარსკვლავი და დღესდღეობით მე ამ კომპანიის თანამშომელი ვარ.

როგორც უკვე აღვნიშნე, დასაქმების ექსპრეს კურსის პროგრამა ზუსტად იყო მორგებული ჩემს ინტერესებზე, თითოეული ვიდეოს შემდეგ მე უკეთეს ადამიანს აღმოვაჩენდი ხოლმე საკუთარ თავში, რადგან ზუსტად ვიცოდი რა მომენტში რა უნდა გამეკეთებინა რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, ამ შედეგების მიღწევაში ძალიან დამეხმარა მერი ტარიელაშვილი, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.

პროგრამაზე სწავლების პროცესი ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ მხრივ რომ შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, ასევე იყო ძალიან კომფორტული და ხელმისაწვდომი, ამასთან ერთად ინფორმაციულად ძალიან საინტერესო და შემიძლია ვთქვა, რომ იმ რამდენიმე კვირამ და ვიდეომ ჩემი კარიერული განვითარების პროცესი უფრო თვალსაჩინო, მარტივი და მრავალფეროვანი გახადა.

ასევე იხილეთ