კატრინა ბადურაშვილი

პერსონალური ბრენდის პროგრამის მონაწილე

 

 

 

ნიშა: მხატვარი, მხატვართა ლიგის წევრი

A წერტილი

განსაზღვრული ნიშა, მოუწესრიგებელი კონტაქტის წერტილები, აუიტორიის დაბალი ჩართულობა.

B წერტილი

შექმნილი პროდუქტების სახაზავი, განსაზღვრული კონტენტ სტრატეგია, აუდიტორიასთან გაზრდილი ინტერაქცია და გაზრდილი აუდიტორია, დაინტერესდა მედია, დაიწერა 4 სტატია, გაყიდვები გაიზარდა 3-ჯერ, დაიგეგმა პერსონალური გამოფენა.

ამ საქმემდე ინტერესების და ჰობის ურთიერთანალიზმა მომიყვანა. მიყვარს ვაკეთო ის რასაც ავირჩევ და პატივს ვცემ ჩემს გადაწყვეტილებას. არ ვნებდები, როდესაც მიჭირს. ფიქრობ, რომ მეტი შრომით და გამოცდილებით უფრო შევიყვარებ ჩემს საქმეს და განვავითარებ ჩემს ოსტატობას. ეს რაგაც ასპექტში მუტუალისტური ურთიერთობაა, სადაც ორივე მხარე იღებს ბენეფიტებს. კურსის გავლისას დავრწმუნდი  რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალური ბრენდის ჩარჩოები  იმ საქმეში, რასაც ადამიანი აკეთებს და ქმნის. ჩვენი ჰობის განსაზღვრა, ჩვენი თვისებები, ღირებულებები, მახასიათებლები რაც კიდევ  უფრო ადამიანურობას სძენს ჩვენ საქმიანობას და უფრო მეტად საინტერესოები ვართ აუდიტორიისთვის.

ყოველი მოდულის დავალებების შესრულების დროს აღოვაჩენდი ხოლმე ჩემს ძლიერ მხარეებს, კომპეტენციებს

ჩემთვის ალბათ მთავარი მიღწევა მაინც იყო ქვენიშის განსაღვრა და  მონეტიზაცია.

კურსის გავლამ შემძინა თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა. უფრო კონკრეტულად კი, მიზების მიღწევის სწორი მიმართულებების წარმოსახვა.

მიღწეული შედეგები აისახა ჩემი პროდუქტის გაყიდვებზე, რომელიც უფრო ორიენტირებული გახდა მომხმარებელზე და მის ინტერესებზე. მე კარგად ვისწავლე თუ რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი, როდესაც ვურთიერთობ მომხმარებელთან, რითი დავაინტერესო ის და გავამახვილო ყურადღება მისთვის მისაღებ ფასეულობებზე და ინტერესებზე.

ყოველი თემატური მოდულის დამთავრების შემდეგ იყო ჯგუფური  ლაივ შეხვედრები. ქალბატონი მერი ტარიელაშვილი ინდივიდუალურად განიხილავდა თითოეული მონაწილის შესრულებულ დავალებას. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ არცერთ მონაწილეს არ ჰქონდა ერთნაირი პროფესია და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა განხილვებს. ჩვენ ერთმანეთს  ვეხმარებოდით და ვუზიარებდით ცოდნას და გამოცდილებას, რამაც თავისით ძალიან ბევრი საინტერესო რამ შემძინა.

პროგრამა  „გაიაქტიურე პერსონალური ბრენდი“ ჩემთვის იყო  იმდენად ახალი და საინტერესო , რომ სწავლის პერიოდში თავიდან  აღმოვაჩინე ჩემი მიძინებული უნარები,  კომპეტენციები, მყარი ფაქტები, გავიხსენე მიღწეული წარმატებები. პირველივე დავალება იმდენად მადისაღმძვრელია, რომ დანარჩენი მოდულის დავალებები  არის წინ გადადგმული ნაბიჯები მასტერობის წერტილისთვის.

გადადგმული ნაბიჯები მასტერობის წერტილისთვის. ჩემი მოსვლა ამ კურსზე მოხდა, როდესაც დავესწარი უფასო ვებინარს - გაიაქტიურე პერსონალური ბრენდი. რომ არა ეს ვებინარი მე ალბათ ამ შანს ხელიდან გავუშვებდი, ჩემი და კარიერული განვითარების ცენტრის გზა ვერ მოახერხებდა გადაკვეთას.

ასევე იხილეთ