მარიამ ნერსეზაშვილი

პერსონალური ბრენდის პროგრამის მონაწილე

 

 

 

 

ნიშა: მეცნიერი, კოსმეტიკური ბრენდის თანადამფუძნებელი.

A წერტილი

მეცნიერის ნიშა, სტაბილური სამსახური, საკუთარი ბიზნესი არ ქონდა, სასურველი შედეგი: ადამიან ბრენდად ფორმირება და მოთხოვნის ზრდა.

B წერტილი

კურსის განმავლობაში შექმნა კოსმეტიკური ხაზი „ნოემი ნატურალს“ და მის გამოშვებამდე პირველი სერია სრულად გაიყიდა, სოციალურ ქსელებში მიზნობრივ აუდიტორიისთვის გასაგები ეფექტური შეფუთვა შეიქმნა და აუდიტორიის რიცხვი გაზარდა, შექმნა პროდუქტების სახაზავი სხვადასხვა ნიშისთვის, გაააქტიურა მონეტიზაციის მექანიზმები, რომელმაც რამდენჯერმა გაზარდა მოგება.

მეცნიერება ჩემი მოწოდებაა, ბავშვობის მიზანი, რომლიდანაც არასოდეს გადამიხვევია. რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესლედი – ამ ნიშის ათვისებაში ძალიან დამეხმარა პერსონალური ბრენდინგის კურსები, რადგან ბევრად უფრო სწრაფად გავიარე ყველა ეტაპი, ვიდრე ამ კურსების გარეშე გავივლიდი.

შთამბეჭდავია მერი ტარიელაშვილის პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება კურსის მონაწილეებთან. ასევე, ქეისების სწორი ორგანიზება, რაც დამეხმარა კურსის სწრაფად და ეფექტურად ათვისებაში.

სწორედ კურსის მიმდინარეობისას შეიქმნა „ნოემი ნატურალსის“ კოსმეტიკური ხაზი. რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე ცნობილი ბრენდია, რადგან ახალმა ბიოკოსმეტიკურმა ხაზმა მალევე დააინტერესა მომხმარებლები, დაიწერა სტატიები.

ნოემის გუნდს ბრენდის პოპულარიზებაში დაგვეხმარა კურსის დროს ნასწავლი ქეისები, მათ შორის მონეტიზაციის პრინციპების ათვისება. ლიდმაგნიტების, პროდუქტების სახაზავის და მონეტიზაციის შესწავლამ მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზნესის სწრაფად განვითარება.

პერსონალური ბრენდის კურსმა შემძინა არამხოლოდ ახალი უნარები, ასევე მომცა საშუალება გამეცნო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამავე დროს ჩემი გულშემატკივრები იყვნენ და არიან. მათთან და მერისთან ერთად ყოველი მომდევნო გამოწვევა სასიამოვნო და საინტერესო იყო.

ასევე იხილეთ