მომწონს, როგორც განვითარდა ჩემი ცხოვრება

„ცხოვრება თავგადასავლებია და არა სტაბილური ყოფა, როდესაც ვცდილობთ, რომ ცხოვრება მშვიდად და კარგად გავატაროთ. ჩემთვის ეს უინტერესოა. სულ იმის მცდელობაში ვარ რაღაც ახალი ვიპოვო. თავგადასავლები მიყვარს. ჩემი თავგადასავალი არის საკუთარი თავის ძიება, ჩემს თავთან ურთიერთობა, ჩემს თავში შეცდომების თუ მიღწევების გარკვევა, საკუთარი თავის დაძლევა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა. სიახლეებისკენ სვლა“ – ამბობს სოფიო ქარცივაძე. ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის სტუდენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თანამშრომელია.

– სოფიო, რა არის თქვენთვის წარმატება?

-ჩვენ ცშირად ვოცნებობთ, რომ გვცნობდნენ ქუჩაში, რომ ჩვენი აზრები და ცხოვრებისეული პოზიციები აღიარონ. ამის მიღწევა მარტივი არ არის. ბევრი შრომა გჭირდება, რომ საკუთარი ნიშა და შემდეგ ადგილი იპოვო საზოგადოებაში. სწორედ ამაში გჭირდება თავდაჯერებულობა. უნდა გწამდეს და გჯეროდეს საკუტარი თავის და გიყვარდეს ის უპირობოდ. წარმატებას ქმნის თავდაჯერებულობა. ჩემთვის წარმატება არის ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს და კარგად გამომდის. ამის მიღწევის აუცილებელ პირობად კი თვითშეფასების ამაღლებას მივიჩნევ.

როგორ დღეზე იტყოდირა შესანიშნავი დღეა?“

-როდესაც დილას ვარჯიშითა და პოზიტიური განწყობით  ვიწყებ ყველა ასეთი დღე ჩემთვის შესანაიშნავი და ნაყოფიერი ხდება.

– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლა და „თავდაჯერებულობის კურსის“ გავლა?

-ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემთხვევით   ვნახე  პოსტი  ვებინარზე, რომელიც საკმაოდ კრეატიული  იყო, რამაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება. ვებინარზე დასწრებამ კი გადამაწყვეტინა კურსში მიმეღო მონაწილეობა.

რა მოლოდინები გქონდათ?

-ველოდი, რომ აღმოვაჩენდი ჩემს სუსტ მხარეებს  და  იმ ვისწავლიდი ხერხებს, რომლებიც დამეხმარებოდა სუსტი მხარეების მექცია ძლიერ მხარეებად. ბუნებრივია, ეს არ არის მარტივი. ადამიანებს ისე აქვთ გამჯდარი, რომ რაღაც არ გაუმოუვათ, უარს ეტყვიან, ცდა არ ღირს, რადგან სხვა გაიმარჯვებსმაინც  და ა.შ რომ ვერც კი იაზრებენ ამ ყველაფრის უარყოფით ეფექტს. ეს სტერეოტიპები ადამიანის შესაძლებლობებს კლავს. მე ეს არ მინდოდა. ჩემი მიზანი წარმატების მიღწევაა და ჩემი სუსტი მხარეები ამაში ხელს მიშლიდა.

– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?

-სწავლის პროცესი? ძალიან პროდუქტიული იყო. დასაწყისში გამიჭირდა, გამიჭირდა ადაპტირება ონლაინ სწავლებასთან, რადგან  უშუალო ურთიერთობა, შეხება არ მქონდა ტრენერთან, მაგრამ გადავლახე ეს დაბრკოლება. პირველივე ვიდეოგაკვეთილმა შემიცვალა წარმოდგენა და დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

– რა შედეგები მოგცათ თავდაჯერებულობის კურსის გავლამ?

-აღმოვაჩინე ჩემი  სუსტი მხარეები თავდაჯერებულობის კუთხით, რომელიც გადავლახე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდილა ჩემზე ლაბკოვსკის 6 ტექნიკის გაცნობამ. საოცხოო ქეისები იყო კურსში. იქ მოთხრობილი ისტორია გაფიქრებინებს, რომ დიახ. მეც ასე ვარ და ხვდები, რომ თურმე სერიოზული პრობლემის წინაშე დგახარ. ახლა, დავიწყე სულ სხვა კუთხით დანახვა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. კურსის განმავლობაში მიღებული რეკომენდაციების აქტიურად გაამოყენებამ  ყოველდღიურ ცხოვრებაში გაზარდა ჩემი პროდუქტულობა, უფრო აქტიური გავხდი და ზუსტად ვიცი, რომ მე უკვე საკმარისი ვარ. მარტივად ვამბობ იმ ყველაფერზე უარს რაც არ მინდა (ადრე უარის თქმას ვერც კი გავბედავდი). ასევე, ისეთ წვრილმანებზე უკვე აღარ ვხარჯავ დროს, რომელიც ერგიას მართმევს და უსარგებლოა, უშედეგოა. ახლა ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი და დაბალანსებულია. მომწონს, როგორც განვითარდა ჩემი ცხოვრება.

– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?

-კურსი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარ თავს და შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ.  ეხმარება თავდაჯერებულობის ამაღლებაში და ასევე ასწვლის იმ ხერხებს, რომლებიც ცხოვრების გამარტივებასა და გამრავალფეროვნებაში ეხმარება.

– თქვენ უკვე დაასრულეთ კურსი. თუ გიფიქრიათ იმაზე, ამის შემდეგ თქვენი მიზანი და შესაძლებლობები როგორ დაბალანსდება?

-მიზანი დიდია შესაძლებლიბები ნაკლები – ეს ფრაზა ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობია.  მაგრამ ვაბალანსებ თავდაჯერებულობის, მოტივაციის,  შრომის  და მონდომების ხარჯზე.

– სოფიო, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-პირველ რიგში, მინდა შევძლო ჩემი სურვილების და  მიზნების  რეალიზება, ასევე  უცხო ენების ცოდნის გაუმჯობესება და კარიერული განვითარება. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ გამომივა, რადგან ჩემი თავდაჯერებულობა ამაში დამეხმარება. ყველას ვურცევ, რომ არ უნდა დაელოდნონ შესაძლებლობებს, ისინი თავად უნდა შექმნან.

 

 

რუბრიკის ავტორი:

ეთი ბიქოშვილი,

ჟურნალისტი