ნათია მეგრელიშვილი

ქეისი ინდივიდუალური კონსულტაციიდან

 

 

 

 

 

 

“სისხლის სამართლის ასოცაიციის“ სასწავლო პროცესის ხელმღვანელი, მომავალი იურისტი

A წერტილი

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას საკუთარი პროფესიით დასაქმება. საკუთარი მიზნების და შესაძლებლობების გამოკვეთა. კონკურენტებისგან გამორჩევა მცირე სამუშაო გამოცდილების ფონზე.

B წერტილი

სწორად დასახული მიზნები და თავდაჯერებულობა. სტაჟირება-პრაქტიკა 2 იურიდიულ კომპანიაში. “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის“ 100-ზე მეტ წევრიანი კომიტეტის ხელმძღვანელობა. “სისხლის სამართლის ასოცაიციის“ სასწავლო პროცესის ხელმღვანელი

ადრეული ასაკიდანვე აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, რამაც წლების მანძილზე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, თუმცა ჩემი ინტერესის მთავარ სფეროს ყოველთვის სისხლის სამართალი წარმოადგენდა და განსაკუთრებით ამ სფეროში მსურდა დასაქმება.

სტუდენტისთვის უფრო და უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოდგენს იმ მიმართულებით დასაქმება, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს.


ამისათვის საჭიროა ყველა გარემოების დაკვირვებითა  და განსაზღვრით სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამევლო მერისთან ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია, რამაც მომცა საშუალება აღმომეჩინა საკუთარი თავი, დამენახა ჩემი, როგორც სუსტი ასევე ძლიერი მხარეები, გამეგო – “ვინ ვარ მე “ რა შემიძლია, რა არის ჩემთვის პრიორიტეტი და სწორად განმესაზღვრა რა არის საჭირო ჩემი კარიერული განვითარებისათვის.

კონსულტაციის შემდეგ მომემატა თავდაჯერებულობა და ახალი  შემართებით დავიწყე მუშაობა დასახული მიზნის მისაღწევად. სტაჟირება გავიარე „ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიუროში”. ვხელმძღვანელობდი “საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში “-ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტი მყავდა გაერთიანებული. ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლის ასოციაციის” პროექტების მენეჯერი და დღეს უკვე იურიდიული ფირმა -“სისხლის სამართლის ასოცაიციის “სასწავლო პროცესის ხელმღვანელი ვარ, ვმუშაობ გამოცდილ იურისტებთან ერთად და თამამად შეიძლება ითქვას რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც  დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში.

კონსულტაციის შემდგომმა მიღწევებმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ მთავარი სწორად დასახული მიზანი და მის მისაღწევად მონდომებით, სწორად მუშაობაა, რის შემდეგადაც შედეგი არასდროს აყოვნებს.

ასევე იხილეთ