ორგანიზაციის წარმატების წინაპირობა

ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის წარმატების წინაპირობა ადამიანური კაპიტალია. სხვადასხვა პოზიციებზე სწორად შერჩეულ თანამშრომლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი შედეგების შექმნა. ინდივიდს ორგანიზაციაში ეფექტურობისთვუს ორი აუცილებელი კრიტერიუმი უნდა ახასიათებდეს: კომპეტენცია და მოტივაცია. ჩვენ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვზრუნავთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე. ვეხმარებით ადამიანებს, რომ იპოვონ საკუთარი თავი, მათთვის ყველაზე უფრო შესაბამისი სპეციალობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დასაქმდნენ და იყვნენ დარგის ლიდერები!

პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე “კარიერული განვითარების ცენტრი” დღეიდან ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ დაეხმარება ბიზნესს პერსონალის შერჩევაში და გაავრცელებს ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლებს შორის მიზნობრივ აუდიტორიებში.

გჭირდებათ კვალიფიციური და მოტივირებული პერსონალის შერჩევა?

რეგისტრაცია:

https://bit.ly/30u0vJI