რატომ არის ახლა საუკეთესო დრო პირადი ბრენდის შექმნისთვის

„პერსონური ბრენდინგი არის ის, რასაც თქვენზე ამბობენ მას შემდეგ, რაც დატოვებთ ოთახს“ – კრის დუკერი, ანტერპრენერი.“

ოდესმე „დაგიგუგლავთ“ საკუთარი თავი? დაფიქრებულხართ რას ამბობს თქვენზე, თქვენი ონლაინ იმიჯი? ან იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რა ხდება მაშინ, როცა გასაუბრების ან შეხვედრის ოთახიდან გადიხართ? რა ხდება მაშინ, როცა სხვებმა დაიწყეს შენზე ფიქრი? რას განიცდის სხვა თქვჩენი სახელის გაგონებისას? რა ასოციაციას იწვევთ როცა საუბრობთ? რომელი ზედსართავი სახელით გახასიათებენ პირველი შეხვედრის შემდეგ? პასუხი თუ გაქვთ კითხვაზე, ვინ ხართ თქვენ? რისი შეთავაზება შეგიძლიათ საზოგადოებისთვის? რას გაუზიარებთ სხვას? თუ ერთხელ მაინც რომელიმე კითხვა გაგიჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პერსონალური ბრენდირების საჭიროება გიდგათ. ადამიამებს შესანიშნავად ესმით რომ საქმის კეთება მნიშვნელოვანია წარმატებისთვის , თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის როგორ აკეთოს სწორად.

21-ე საუკუნის, გაცხოველებული კონკურენციის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური და ტენდენციური გახდა პერსონალური ბრენდინგის როლი, რაც ტექნოლოგიების განვითარებამ, შრომით ბაზარზე მოთხოვნების ზრდამ და სოციალური მედიის განვითარებამ გამოიწვია. Impact Learning Center-ის კვლევის მიხედვით, ადამიანების 82% უფრო მეტად ენდობა იმ კომპანიას, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც სოციალურ მედიაში აქტიურია, მაგრამ, სტატისტიკურად, მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის ხუთიდან, მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იყენებს სოციალურ ქსელებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორად გამოიყენოთ სოციალური მედიის შესაძლებლობები საკუთარი „ბრენდის“ შესაქმნელად.

პერსონალური ბრენდინგი არის თქვენი პიროვნულობა, ხმა, დამოკიდებულებები, ინტერესები, რეპუტაცია, ჩვევები, მიზნები, ემოციები, ღირებულებები, მსოფლმხედველობა, ჩაცმის სტილი, გემოვნება და ყველაფერი ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან და გხდით ინდივიდუალურს. სწორესდ, ეს განსხვავებულობა, დამოუკიდებლობა, უნიკალურობის აღმოჩენა და თავდაჯერებულობა გხდით კონკურენტუნარიანსა და მოთხოვნადს თანამედროვე, გადატვირთულ შრომით ბაზარზე. ის გეხმარებათ სწორად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი საქმიან წრეში, მიიქციოთ სასურველი ხალხის ყურადღება, დააინტერესოთ აუდიტორია და მთავარი მესიჯი მიიტანოთ ადრესატამდე. საკუთარი თავის „ბრენდირება“ საშუალებას გაძლევთ თვითონ შეუწყოთ ხელი თქვენს კარიერულ განვითარებას. შექმნათ სწორი სტრატეგიები, გააუმჯობესოთ საკუთარი შრომის ეფექტიანობა, პიროვნული თუ პროფესიული განვითარების ტემპები, ეფექტურად წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და გაემიჯნოთ კონკურენტებს.

ამერიკელი ბლოგერი, მწერალი და პერსონალური ბრენდინგის ექსპერტი ნიკოლას კოული თვლის, რომ თუ გინდათ გამოირჩეოდეთ, ხალხს თქვენთან მოსვლა მოუნდეს, გაცნობის სურვილი გაუჩნდეთ, თუ გინდათ, რომ საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოთ და როცა საქმე ორ კადრს შორის არჩევანზე მიდგება, სწორედ თქვენ აგირჩიონ, მაშინ ინვესტიცია საკუთარ თავში უნდა ჩადოთ პერსონალური ბრენდის მშენებლობისთვის. „თქვენ ვერასოდეს შეძლებთ კარიერის შექმნას ინტერნეტში – როდესაც ყველასგან ეს ფრაზა მესმოდა, მე ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ ეს მართალი არ ყოფილიყო.“

თითოეული ადამიანი, უნდა თუ არა ეს, ქმნის საკუთარ იმიჯს საზოგადოებაში სხვადასხვა გზით. პროფესიული იმიჯის ფორმირება ყველა სფეროში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ციფრულ ეპოქაში უფრო მეტი იწერება ადამიანებზე, ვიდრე დიდ კომპანიებზე, სადაც ათასობით ათამიანი მუშაობს. დღეს არავის აინტერესებს როგორ დაარსდა BBC, CNN, Nike, Apple, Samsung, Exxon Mobil, Walmart, McDonald’s, Microsoft, Facebook და ა.შ გაცილებით საინტერესოა რომ Walmart-ის დამფუძნებელმა სემ უოლტონმა საკუთარი მარტივი ფილოსოფიის წყალობით – „მომხმარებელს შესთავაზე ისეთი ფასი, რომელზე ნაკლებსაც სხვაგან ვერ იპოვის“ მიაღწია წარმატებას. ადამიანები დაინტერესდნენ, როგორ მუშაობდა სემის ფილოსოფია და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიდიოდა მასთან კონსულტაციაზე. სტივ ჯობს იატაკზე ეძინა, აბარებდა ბოთლებს და ჭამდა იმას, რაც მოუწევდა. მაგრამ ისე „დაბრენდა“ საკუთარი თავი, იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და სწამდა საკუთარი თავის, რომ დღეს ჩვენ სტივის თავდაჯერებულობის გამო გვაქვს Apply. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარკ ცუკერბერგს Facebook-ის შექმნის იდეა საკუთარ სკოლაში დაებადა. ამაზე ბევრს საუბრობენ. ადამიანებს სხვისი ამბები აინტერესებთ. ისტორიების მოსმენა უყვართ. როგორ შეძლეს? რა დროში? რა ნაბიჯები გადადგეს და ა.შ ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, რას აშენებთ, რას ქმნით, რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ, რატომ უნდა მოგმართონ მაინცდამაინც თქვენ, რა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებით და ა.შ

პერსონალურ ბრენდინგს კარიერულ განვითარებაში აქვს „ბუმერანგის ეფექტი“. თქვენ ინვესტიციას დებთ საკუთარ თავში დღეს, აგროვებთ უნარებს, ძალისხმევას, გამოცდილებას, მიღწევებსა და შედეგებს. ნეგატიური ცვლილებების დროს, მაგალითად კრიზის ან მარცხის შემთხვევაში კი „დაგროვილი ინვესტიცია“ უკან გიბრუნდებათ დაკონვერტირებული ფულად ერთეულში. საკუთარი თავის ბრენდირება თქვენს კარიერულ წინსვლას აძლევს ახალ იმპულსს პროფესიული განვითარების ახალი რაუნდისთვის. დაიწყეთ დღესვე საკუთარი ბრენდის გააქტიურება, რადგან სწორედ დღეს არის საუკეთესო დრო ამისთვის.

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი