რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა?

წიგნი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საუკეთესო საშუალებაა. წიგნით ღრმავდება ცოდნა, ივსება აზროვნება, ფართოვდება შესაძლებლობები, იკვრება კავშირები, ყალიბდება ჭეშმარიტება. კაცობრიობის ისტორიაში გამოიცა დაახლოებით 130 მილიონი წიგნი. მხოლოდ აშშ – ში ყოველწლიურად ქვეყნდება 600 000 – დან 1 000 000 წიგნი. 

წიგნების მნიშვნელობაზე საუკუნეებია ლაპარაკობენ მეცნიერები, ლიტერატურმცოდნეები, განმანათლებლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, რეჟისორები, კინოხელოვანები, მხატვარები, ისტორიკოსები, მკვლევარები და ალბათ, არ დარჩენილა არცერთი პროფესიის ადამიანი, ვისაც წიგნის ზოგადსაკაცობრიო მნიშვმელობაზე არ ესაუბრა.

წიგნის კითხვა აუცილებელია, რადგან

1. ავითარებს აზროვნებას – წიგნის კითხვისას ვფიქრობთ წაკითხულზე, ვიაზრებთ ფაქტებს და მოვლენებს, ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ვაფასებთ პერსონაჟების ქცევას.

2. ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას – რაც უფრო მეტ წიგნს კითხულობ, გიგროვდება სიტყვათა მარაგი. როდესაც კითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვას, რომელსაც ყოფით საუბარში არ იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი არ არის, მის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ. გარდა ლექსიკის გამდიდრებისა, თქვენ გრამატიკასაც უკეთესად დაეუფლებით.

3. ხელსუწყობს EQ ზრდას – წიგნები ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება. გვასწავლის საკუთარი ემოციების მართვას და სხვისი ემოციების მიღებას.

4. ანტისტრესულია – თანამედროვე ცხოვრებაში სტრესისგან განთავისუფლება ადამიანების მთავარი საზრუნავია. განსაკუთრებით გააქტიურდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ამ რთულ ვითარებაში წიგნის კითხვა დაგეხმარებათ. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

5. გეხმარება პოზიტივის შენარჩუნებაში – წიგნები ადამიანს აძლევს მოტივაციას, სიმშვიდეს, ენთუზიაზმს და სიმამაცეს, რომ დაინახონ სიტუაციები პოზიტიურად. პოზიტივის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევისთვის.

6. კმაყოფილების შეგრძნება – წიგნები საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ თითოეული დროის მნიშვნელობა, გავაანალიზოთ ეპოქა. ისინი გვაგებინებენ, რომ ბედნიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც გვაქვს, დავკმაყოფილდეთ არსებულს და მეტი ვიმუშაოთ იმაზე, რისი მიღწევაც გვინდა.

7. აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას – კითხვის პროცესში აუცილებელია კონცენტრაცია ერთ თემაზე, არ უნდა გაგვეფანტოს ყურადღება ყოფით საგნებზე. კონცეტრაცია კი უმნიშვნელოვასია ნებისმიერი საქმიანობისას.

8. პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავება – წიგნების კითხვა ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას.

9. მენტორებისგან სწავლის შესაძლებლობა – შეგიძლიათ ისწავლოთ დიდი მენტორებისგან არაპირდაპირი გზით. როგორებიცაა: ტონი რობინსი, უორენის ფურშეტი, ბრაიან ტრეისი და ა.შ. გაეცნოთ მათ რჩევებს, რეკომენდაციებს და გაიგოთ წარმატების საიდუმლო.

10. მრავალფეროვანი ფანტაზია – წიგნები ფრთებს აძლევს ჩვენს ფანტაზიას, ადამიანს, ვისაც შეუძლია წარმოიდგინოს ყველაფერი, ნამდვილად ექნება მათ შექმნის ძალა.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი