რა არის საჭირო ოცნების რეალიზებისთვის?

რამდენი ოცნება გაქვს? რომელია ყველაზე დიდი ოცნება? რომელი ოცნების რეალიზება მოგანიჭებს ყველადე დიდ ბედნიერებას? ოცნებობ წარმატებაზე? გინდა გაზარდო შემოსავლები და შენც გიკრავდეს ათასკაციანი აუდიტორია ტაშს? უყურებდე საკუთარ თავს ეკრანზე? თუ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ ამ კითხვებზე, მაშინ ისიც გეცოდინება, რა გჭირდება ოცნებების რეალიზებისთვის.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ცხოვრებას მხოლოდ ოცნებაში ატარებს. ოცნება კარგია, უფასოა და სასიამოვნოა, როცა ფიქრობ, იმ იმ ცხოვრებაზე, როგორიც გინდა რომ გქონდეს. მხოლოდ ოცნება შორს ვერ წაგიყვანს. წარმატებული კი ვერასდროა გახდები, თუ მასზე მხოლოდ იოცნებებ და ძილის წინ იფიქრებ. თუ ნამდვილად გინდა ოცნების ახდენა, მაშინ შეცვალე წესები და დამოკოდებულება. ოცნებების რეალიზება მხოლოდ მოქმედებით შეიძლება.

წარმატებამდე დიდი, რთული და გრძელი გზის გავლა მოგიწევს. გჭირდება შესაძლებლობების გამოყენება, ნეთვორქინგი, სიფრთხილე, გადაწყვეტილებების მიღება, ნებისყოფა, ,,რკინის ნერვები”… ბევრი თვენგანი კითცულობს უკვე წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ზოგიერთმა ზეპირადაც კი იცის ამ ადამიამების ქეისები. მაგრამ, ვერცერთი წარმატების ისტორია ვერ აგიხსნის, რეალურად, რამდენი შრომაა ამისთვის საჭირო.

თუ ნამდვილად გინდა ოცნებების რეალიზება და წარმატების მიღწევა, შეწყვიტე ოცნება, ფიქრი და დაიწყე მოქმედება დღესვე.

#1 აიღე პასუხისმგებლობა – არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარუმატებლობას გარშემომყოფებს აბრალებენ. ფიქრობენ, რომ სამყაროა დამნაშავე იმაში, რომ მათი ოცნებები ვერ/არ ,,ხდება”. მუდმივად მიზეზებს სხვებში ეძებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ვერ აღწევენ წარმატებას და მათი ოცნებებიც ,,ჩემოდანში ჩალაგებული” რჩება. წარმატების მიღწევისთვის საჭიროა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. რადგან, საკუთარ თავში იპოვო ყველა ის მიზეზი, რომელიც წინწასვლის საშუალებას არ გაძლევს.საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებ და წყვეტ, როგორ მოიქცე კონკრეტულ სიტუაციაში.

#2 შეიყვარე საკუთარი თავი – მიიღეთ ის უპირობოდ. საზოგადოება თავს გვახვევს საკმაოდ დაბალ თვითშეფასებას და იმდენად მაღალ სტანდარტებს გვიწესებს, რომ მიუღწევადი გვეჩვენება. თავს ნუ დაიმცირებთ იმაზე ფიქრით, რომ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი. თვითკრიტიკით მხოლოდ დეპრესიას გამოიწვევთ. ისწავლეთ საკუთარი პერსონის შექება და განებივრება. ეს თქვენს საქმიანობას გააუმჯობესებს. გახდებით უფრო მეტად პროდუქტიული. ტაში დაუკარით თქვენს სულ მცირე მიღწევასაც კი. თუ საკუთარი თავი გიყვართ, იცოდეთ, რომ ,,სხვებსაც უყვარხართ” და ეს აუცილებელი რეცეპტია ოცნების რეალიზების და წარმატების მიღწევის პროცესში.

#3 მიიღე ნეგატივი – გარშემომყოფებისგან მიღებული უარყოფითი კომპლიმენტი ან სიტყვა, ფრაზა, არ აქვს მნიშვნელობა, მიიღე და უგულებელყავი. წარმატების გზაზე, ყოველთვის შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თქვენი იმედების გაცრუებას. არ დაიწყო ნეგატივზე ფიქრი, რადგან ძალიან გაგიჭირდება შემდეგ მისგან თავის დაღწევა. ნეგატივის ძალა დიდია. თუ მას მიიღებთ, დაგცლით, გამოგფიტავთ და ყველაფრის კეთების სურვილს დაკარგავთ. თქვენი გონება მიმართეთ პოზიტივისკენ. იფიქრეთ
მხოლოდ კარგზე, თქვენს უკვე არსებულ მიღწევებზე, შედეგებზე, როგორ დაეხმარეთ სხვას და ა.შ

#4 იმოქმედე – მოქმედება მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი წარუმატებლობას იღბალს აწერს და თვლის, რომ ბედი არ აქვს, უიღბლოა. სხვამ, ვინც წარმატებას მიაღწია, ის იღბლიანია. რეალურად კი, ადამიანების კლასიფიცირება იღბლიანებად და უიღბლოებად მცდარია. #1 წესის მიხედვით, ეს არის საუკეთესო გზა თავის გამართლების და პასუხისმგებლობის მოხსნის. ეს მდგომარეობა კი, უმოქმედობისკენ გვიბიძგებს. სინამდვილეში, ოცნების რეალიზებისა და წარმატებისთვის საჭიროა მოქმედება, ნაბიჯების გადადგა. როგორც გოეთე ამბობს: ,,ყველას სურს იყოს ვიღაც და არავის უნდა გაზრდა.” კარგია ფიქრი ცუკერბერგზე, გეითსზე, ჯობსზე, მაგრამ რატომღაც მოქმედება არ გვინდა. მხოლოდ ფიქრით კი, არაფერი გამოდის. ყოველდღე უნდა იშრომო. მოქმედება აუცილებელია, რომ მწვერვალს მიაღწიოთ. დაიწყე გამოკვლევა, მოგზაურობა, მოხალისეობა, წერა, ვარჯიში და ა.შ მთავარია, უმოქმედოდ არ იყოთ. შესაძლებლობები მიდის მხოლოდ მათთან, ვისაც მისი გამოყენება შეუძლია. იმოქმედე!

#5 შექმენი შესაძლებლობები – ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ არ შეუძლია ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორც მიაღწიეს სხვებმა. რეალურად კი, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას. შესაძლებლობები უსაზღვროა და ისინი თავად უნდა შექმნა. გაიაქტიურეთ ნეთვორქინგი. მიიღეთ ყველა გამოწვევა.

ოცნების რეალიზება და წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია. მთავარია, სწორი სტრატეგიის შექმნა და მოქმედება.

ავტორი:
ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი