სად იმალება ადამიანის შესაძლებლობები?

ყველა ადანიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, ნიჭი და ბუნებრივი ტალანტი, რომლის აღმოჩენენის და რეალიზების შემდეგ მას ეხსნება ფართო გზა დიდი წარმატებიკენ. თუმცა, სწორედ აღმოჩენის და რეალიზების პროცესია ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი.

„ადამიანებს უჭირთ საკუთარ თავთან ურთიერთობა და პირისპირ საუბარი და იმის თქმა, რომ „მე შემიძლია.“ შინაგანი თვითმარქვიას და დასწავლული უმწეობის სინდრომი ანადგურებს იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს, რომელიც თითოეულ ადამიანშია“ – ამბობს ნინა ზედგინიძე, რომელიც ინგლისური და იაპონური ენენების სპეციალისტია. ის, კარიერული განვითარების ცენტრში დასაქმების სპეციალურ კურსს გადის.

– ნინა, რა არის თქვენთვის წარმატება?
– წარმატების გაზომვა ინდივიდუალურია. ზოგიერთი ფულით, ქონებით, კარიერული წინსვლით, მცირე გამარჯვებით ან უკვე მიღწეული შედეგებით ზომავს, ზოგიერთი კი, ბედნიერებით და ცხოვრებისაგან მირებული კმაყოფილებით ზომავს. ჩემთვის წარმატება: ოცნების სამსახური, დიდი მიზნები, ყოველდღიური ნაბიჯები და მუდმივი მოქმედებაა.
– როგორ სამსახურზე ოცნებობთ?
– მე ვიპოვე ოცნების სამსახური! ვარ თარჯიმან-მთარგმნელი. მალე დამოუკიდებელი ფსიქოლოგი გავხდები. მაქვს მაღალი ანაზრაურება და ვაპირებ ჩემი შემოსავლები კიდევ უფრო გავზარდო. ამაზე მარტივი რა არის?
იმოქმედე!
– რატომ გადაწყვიტეთ კარიერული განვითარების ცენტრში მისვლა და სასწავლო პროგრამის „ექსპრეს კურსი – ოცნების სამსახურისთვის“ გავლა?
– სულ ვფიქრობდი, ჩემს ოცნების სამსახურზე. როგორი იქნებოდა, როგორ ვიმუსავებდი, რა გეგმებს განვახორციელებდი, როგორი სამუსაო გრაფიკი მექნებოდა, როგორი თანამშრომლები მეყოლებოდა, როგორი ხელმძღვანელი და ა.შ დიდი ხნის განმავლობაში ვაგზავნიდი ჩემს რეზიუმეს სხვადასხვა ვაკანსიაზე. მაგრამ, გასაუბრების ეტაპამდეც კი ვერ მივდიოდი ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ ვირებდი პასუხს. მხოლოდ ორი კომპანია დამიკავშირდა, მაგრამ სამსახური მაინც ვერ დავიწყე. მქონდა ძლიერი სტრესი, რადგან სამსახურს ვერ ვიწყებდი. მიზეზის ზებნა საკუთარ თავში დავიწყე. მქონდა არასრულფასოვნების განცა. რთულია. ვგრძნობდი, როგორ იკარგებოდა ჩემი შესაძლებლობები, ამიტომ, გადავწყვიტე კარიერული განვითარების ცენტრში მისვლა. მინდოდა დამხმარებოდა პროფესიონალი.
– რა მოლოდინები გქონდათ?
– სიმართლე გითხრათ, ყველაზე ძალიან მჭირდებოდა რეზიუმეს შექმნის ტექნიკების სწავლა. ასობით შაბლონი მქონდა მოძებნილი, მაგრამ პრაქტიკაში არცერთი დამეხმარა. როცა, კარიერული კონსულტაცია გავიარე დავრწმუნდი, რომ კურსი წარმატებულ შედეგს მომიტანდა, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა და სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები კი არ იკარგებოდა, უბრალოდ ჩემში იმალებოდა და საჭირო იყო მათი აღმოჩენა და რეალიზება.
– როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?
– სასწავლო პროგრამა ჯერ არ დასრულებოდა. მაგრამ, უკვე შევძელი ოცნების სამსახურის პოვნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რეზიუმეს და გასაუბრების ტექნიკების შესწავლა.
– რა შედეგები მოგცათ დასაქმების კურსის გავლამ და კარიერულმა კონსულტაციამ?
– ახლა, უკვე მკაფიოა ჩემი მიზნები, სურვილები, მოწოდებები, მისწრაფებები, შესაძლებლობები და საკუთარი მიღწევები.
– როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ სასწავლო კურსს ადამიანებისთვის, რაში ეხმარება?
– იპოვონ საკუთარი თავი. აღმოაჩინონ მათში დამალული შესაძლებლობები, რეალიზდნენ, აიმაღლონ თავდაჯერებულობა, მიაღწიონ წარმატებას და გაზარდონ შემოსავლები.
– თქვენი აზრით, რაში ეხმარება ადამიანებს კარიერული კონსულტაცია?
– საკუთარი თავის სწორად შეფუთვას და მოლაპარაკების უნარის დახვეწაში.
– ნინა, თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– ვგეგმავ, ფსიქოლოგის პროფესიითაც დავიწყო მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა, რადგან უკვე ყველა საჭირო უნარის რეალიზება შემიძლია.

რუბრიკის ავტორი:

ეთო ბიქოშვილი,
ჟურნალისტი