საკუთარი ოცნების ახდენისთვის არ ვიცი კიდევ რამდები დრო დამჭირდებოდა, რომ არა კარიერული განვითარების ცენტრი – 17 წლის გოგონამ საკუთარი ბიზნესი დაიწყო

ბიზნესის სფერო თავიდანვე მაინტერესებდა, მაგრამ არ ვიცოდი რა როგორ იყო და როგორ ხდებოდა. თქვენი კურსი ძალიან დამეხმარა და გავიგე რომ თურმე ბევრად უფრო კომპლექსურია ვიდრე აქამდე მეგონა. ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი შექმნილი რამ სხვასაც მოსწონებოდა და მინდოდა რომ ეს ყველაფერი გამეზიარებინა ხალხისთვის და ზუსტად არ ვიცოდი როგორ უნდა მექნა საიდან უნდა დამეწყო თან მეგონა რომ ბიზნესის ქონა აუცილებლად დიდ ხარჯებთან უნდა ყოფილიყო კავშირში. თუმცა თქვენი დახმარებით ბიზნეს-გეგმის შედგენის შემდეგ მივხვდი რომ ეს ყველაფერი არც ისე რთული ყოფილა განსახორციელებლად. ასე მოვახდინე ჩემი სურვულების რეალიზება და დღეს მაქვს ჩემი საკუთარი ონლაინ მაღაზია. თვითონ სფეროს შესწავლასთან ერთად, თქვენთან ვისწავლე ის, რომ ხალხთან სწორად კომუნიკაციის ცოდნა და მათი სურვილების გათვალისწინება ყველა სფეროში აუცილებელია. სამომავლოდ რა თქმა უნდა ვაპირებ ჩემი მაღაზიის გაფართოებას. დღევანდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემთვის. რომ არა “კარიერული განვითარების ცენტრი”, საკუთარი ოცნების რეალიზებისთვის არ ვიცი კიდევ რამდენი დრო დამჭირდებოდა.

 

ნიაკო ხეჩიკაშვილი

17 წლის