მომავლის TOP 5 პროფესია

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულ კადრებზე. აშშ-ს ტექნოლოგიების ასოციაციის CompTIA– ის ყოველწლიური ანალიზის მიხედვით, 7,7 მილიონი ამერიკელია ჩართული ამ სფეროში. ასოციაცია იმ პროფესიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც მოთხოვნა ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა.

ბლოკჩეინ ექსპერტი – ტექნოლოგია ჩვენს ონლაინ-აქტივობებს შეცვლის. ეს რევოლუცია ტელევიზორით არ გადაიცემა, იგი კრიპტოგრაფიულად ჩაიბეჭდება ბლოკჩეინში. ბლოკჩეინის ექსპერტი გამოირჩევა განსაკუთრებული ანალიტიკური და ლოგიკური უნარებით. ამ პროფესიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ,  რაც შეეხება ანაზღაურებას, ის საშუალოდ 100 000 ამერიკულ დოლარსაც  უტოლდება.

მობილური აპლიკაციების დეველოპერი – ამ პროფესიის ადამიანს აქვს ანალიტიკური აზროვნება, სტრესული სიტუაციების გამკლავების და რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი. ეს პროფესია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგან დღევანდელობა წარმოუდგენელია მობილური აპლიკაციების გარეშე. ანაზღაურება 118 000 ამერიკულ დოლარია.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი – კიბერ შეტევების შემთხვევათა ზრდასთან ერთად გაიზარდა ამ კუთხით მომუშავე ადამიანების რიცხვიც. კიბერშეტევებზე მომუშავე ექსპერტები მონაცემთა ბაზების დაშიფვრის საშუალებით ახერხებენ ინტერნეტ მომხმარებლები დაიცვან და კიბერ თავდასხმები თავიდან აიცილონ. მათი ანაზღაურება  დაახლოებით 125 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინერი – ღრუბლოვანი ტექნოლოგია ყოვლისმომცველი და მოსახერხებელი უზრუნველყოფის მოდელია. (მაგალითად, სერვერები, პროგრამები, ქსელები, საცავი სისტემები და მომსახურება), რომლის სწრაფად მიწოდება და გაშვება შესაძლებელია მინიმალური მენეჯმენტის ძალისხმევით და პროვაიდერთან ურთიერთქმედების აუცილებლობით. ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების უპირველესი პასუხისმგებლობა ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების შესრულებას, დაპროგრამებას, დაგეგმვას და მართვის შენარჩუნებას მოიცავს. საშუალო ანაზღაურება 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კონტენტმენეჯერი – მისი ფუნქციაა ნფორმაციის შექმნა, მიწოდება და შედეგის ანალიზი. ამ ეტაპებს, განურჩევლად ინდუსტრიისა, გადის ყველა, ვინც მომხმარებელს ინტერნეტის რომელიმე არხის მეშვეობით უკავშირდება. კონტენტმენეჯერები მუდმივად მოთხოვნად კადრად დარჩებიან. ამაში მკვლევარები COVID-19-ის პერიოდში დარწმუნდნენ. სწორედ ინტერნეტი აღმოჩნდა ის „უსაფრთხო“ ადგილი, სადაც თითქმის ყველა სფერომ განაგრძო საქმიანობა.

 

 

სტატიის ავტორი: ეთო ბიქოშვილი