„საჭიროა, სამყაროს გააცნო შენი თავი და შენში არსებულ ვარსკვლავს ცაზე,სწორი პოზიცია შეურჩიო.“ – ნინო სახამბერიძე, თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსის მონაწილე

ნინოს მოწოდება ადამიანებთან კომუნიკაციაა. ფიქრობს,რომ პროცესიასაც ისეთს აირჩევს,რომელიც საკუთარ მოწოდებას წარმოაჩენს. მისი აზრით, შრომისმოყვარეობა,მონდომება და თავდაჯერებულობა დაეხმარა წარმატებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში. მან კარიერული განვითარების ცენტრში ,,თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი“ გაიარა და ამ პროგრამას ყველაზე დიდ ცხოვრებოსეულ აღმოჩენად თვლის:

    ნინო,რა არის წარმატება თქვენთვის?
    – ჩემთვის წარმატება თითოეული ის პატარა ნაბიჯია, რომელიც მაახლოვებს საკუთარი მიზნების რეალიზებისკენ.

    როგორ ფიქრობთ, რა უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა,რომ წარმატებას მიაღწიოს?
    – იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას პირველ რიგში უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გვსურს ჩვენ?რა გამოგვდის კარგად?რა არის ის ,რაც სხვებისგან გამოგვარჩევს? ამის შემდეგ კი უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, ჩვენ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს რომ ჩვენ შევძლებთ. ამისთვის კი საჭიროა,ვიყოთ თავდაჯერებული და მოტივირებულო, არ გვეშინოდეს გამოწვევების. არასდროს დავნებდეთ და ყოველთვის ვისწრაფვოთ იმისთვის ,რასაც მივიჩნევთ, რომ ჩვენთვის უკეთესია.

    როდის იგრძენით,რომ წარმატებული ხართ?
    -როცა მცირე,მაგრამ ნაყოფიერი შედეგები მივიღე. წარმატებულია ადამიანი,რომელიც აფასებს თავის მიღწევებს და ამას საკუთარ შრომისმოყვარეობას აწერს.

    თქვენი აზრით,რა როლს ასრულებს თავდაჯერებულობა ადამიანის ცხოვრებაში?
    – ჩემი აზრით,ადამიანის ცხოვრებაში უპირველესი ყოველთვის თავდაჯერებულობაა. თუ ადამიანს არ აქვს საკუთარი თავის იმედი და რწმენა ის ვერასდროს მიაღწევს წარმატებას და საკუთარ თავს საშუალებასაც კი არ მისცემს ,რომ უბრალოდ სცადოს მაინც.

    რა არის თქვენთვის თავდაჯერებულობა?
    – თავდაჯერებულობაა , როცა საკუთარი უნარების და შესაძლებლობების გწამს ,როცა არ გეშინია ახალი გამოწვევების ,როცა გრძნობ ცხოვრების ხალისს და ხვდები,თუ რამდენად მშვენიერია სამყარო.

    თქვენ ,,თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსის” მონაწილე ხართ,რატომ გადაწყვიტეთ ამ კურსის გავლა?
    – ერთ-ერთ ტრენინგზე მერი ტარიელაშვილმა ისაუბრა „თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსის“ შესახებ და მივხვდი,რომ ეს იქნებოდა იდეალური შანსი მეპოვა საკუთარი თავი. უბრალოდ უბედნიერესი ვიყავი იმით ,რომ მე ეს შევძელი და კურსზე აღმოვჩნდი: პირობა მივეცი საკუთარ თავს ,რომ ამის შემდეგ,ცხოვრებაში ყოველთვის ვცდიდი და არ დავნებდებოდი.

    როცა დარეგისტრირდით კურსზე,რას ელოდით კურსიდან?
    – ველოდი გავმხდარიყავი თავდაჯერებული და გამეგო რეალურად რა მსურდა მე?! სიმართლე გითხრათ თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ უნდა შევეცვალე ვიდეოგაკვეთილებს. თუმცა, შესავალი ნაწილიც საკმარისი აღმოჩნდა,რათა გამეგო,როგორი საინტერესო გაკვეთილები მელოდა წინ.

    მოგვიყევით,როგორ მიმდინარეობდა სწავლების პროცესი?
    – ვიდეო გაკვეთილები 30-40წუთი გრძელდებოდა,რომელიცსაინტერესო თემით, ცხოვრებისეული მაგალითებით,პრაქტიკებითა და ტექნიკებით იყო სავსე. სავარჯიშოების შესრულება ნამდვილად სასიამოვნო იყო და გრძნობა, რომ უფრო მეტად უახლოვდები საკუთარ თავს ნამდვილად შთამბეჭდავი. ლექცია იმდენად საინტერესოა არ მოისურვებთ ერთი სიტყვა დაკარგოთ უყურადღებოდ ,ყოველი გაკვეთილის ბოლოს გრძნობ ,რომ შენში რაღაც შეიცვალა, ყველაფერს უფრო მარტივად უყურებ.

    იყო რაიმე ისეთი,რაც კურსის მიმდინარეობისას აღმოაჩინეთ?
    – კურსის მიმდინარეობისას აღმოვაჩინე საკუთარი თავი. აქამდე საკუთარ თავს არასრულფასოვნად ვაფასებდი. მივხვდი,რომ თუ წარმოაჩენ  რა შესაძლებლობები და უნარები გაქვს,ისაუბრებ საკუთარ თავზე, ეს სულაც არ არის სიამაყე. საჭიროა,სამყაროს გააცნო შენი თავი და შენში არსებულ ვარსკვლავს ცაზე,სწორი პოზიცია შეურჩიო.

    რა მოგცათ კურსმა?
    – ამ კურსმა მომცა სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მე დღეს უკვე ვიცი,როგორია თავდაჯერებული ადამიანი. გავიგე ,რომ მთავარ ღირებულებას წარმოვადგენთ ჩვენ. ყოველთვის წინა პლანზე უნდა დავაყენოთ საკუთარი თავი. ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და დავმეგობრდეთ მასთან. მივხვდი,რომ შესაძლებლობები მოდის იმ ადამიანებთან,რომელთაც შეუძლია მათი გამოყენება. დავრწმუნდი,რომ ზუსტად ისე ვცხოვრობთ, როგორც ვექცევით საკუთარ თავს.

    რამდენად გაამართლა თავდაჯერებულობის კურსმა თქვენი მოლოდინები?
    „თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსმა“ უბრალოდ მოლოდინს გადააჭარბა. მე ვიპოვე საკუთარი თავი და დარწმუნებული ვარ. როცა საკუთარ ძალებში ეჭვი შემეპარება საკმარისი იქნება ჩემს ჩანაწერებს გადავხედო,რომ მაშინვე მოტივაციით ავსებული დავხურავ მას.

    რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა თქვენთვის თავდაჯერებულობის ექსპრეს კურსი?
    – ჩემთვის ახალი გამოწვევები უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს,ვისწავლე როგორ უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე და ეს რჩევები ყოველთვის მომცემს საშუალებას გავიმარტვივო ცხოვრება.

    „საკუთარი პოტენციალის რეალიზებით და საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებით ადამიანებს შეუძლიათ უკეთესი სამყაროს შექმნა“ – ასე სჯერა ტიბეტელი ხალხის პოლიტიკურ ლიდერს დალაი ლამას,რომელსაც ხალხი „სურვილების ამსრულებელ მჭედელსაც“ უწოდებს იმიტომ, რომ მას  არცერთი წუთით არ დაუყრია ფარხმალი ხანგძლივი განმანთავისუფლებელი ბრძოლის პერიოდში, ყოველთვის სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, სჯეროდა, რომ  უსამართლობაზე აუცილებლად გაიმარჯვებდა და ზუსტად იცოდა, რომ  თავდაჯერებულ ადამაინებს სამყაროს შეცვლა ნამდვილად შეუძლიათ. თავდაჯერებულობა ქმნის წარმატებას, განვითარებასა და გამარჯვებას. თავდაჯერებულობა არის თქვენი შინაგანი ხმა, საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მიზანი, სიამაყე, წარმატებისკენ სწრაფვა, თანმიმდევრულობა,სწორი სტრატეგია, თავდადება საქმისათვის, გამარჯვება, ტრიუმფი, სხვისი წარმატებით სიხარული, სხვის განვითარებაზე ზრუნვა, თვითგანვითარება.  ადამიანის ცხოვრებაში არის დღეები,როცა გეჩვენება,რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდის: „არაფერი გამოგივა“; „შენ ვერ შეძლებ“; „არ ხარ საკამრისად…“ „მარტო ვერ გაუმკლავდები“ ამას ემატება გარეგანი ხმა: „არა,უკვე სხვა ავიყვანეთ“; „ეს თქვენი ბოლო შანსი იყო, ის ვერ გამოიყენეთ“ და ა.შ ეს იმ ფრაზების ჩამონათვალია, რომელიც გვაბრკოლებს, შინაგანად გვანგრევს, გვანადვურებს,გვბოჭავს და არ გვაძლევს წარმატების  უფლებას, გაკარგვინებს განვითარების სურვილს,ოცნების სამსახურს,შემოსავლებს და აქრობს მოტივაციას – შეცვალო სამყარო.

    რუბრიკის ავტორი:

    ეთო ბიქოშვილი,
    ჟურნალისტი