იპოვე სასწავლო პროგრამა!

თუ ერთხელ მაინც გიცდიათ სასურველი სასწავლო პროგრამის, დაწესებულების მოძებნა, თქვენ იცით ეს რა სირთულეებსაც უკავშირდება. უკვე 2 ნოემბრიდან შეგეძლებათ ერთიან საძიებო სისტემაში იპოვოთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო ნებისმიერი ცოდნა, სასწავლო დაწესებულება და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები.

ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეტი წარმატებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის შექმნაა, მომხმარებლები კონსულტაციებსა და ტრენინგებზე მუდმივად მოგვმართავენ განათლების დაგეგმვასთან, სასურველი სპეციალობის დაუფლებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევაში დახმარების თხოვნით.

უწყვეტი განათლების და მუდმივი განვითარების გარეშე თანამედროვე სამყაროში წარმატება შეუძლებელია. ამიტომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ვეძებთ ტრენინგებს, კურსებს, პროგრამებს ახალი ცოდნის მისაღებად და ჩვენი კომპეტენციების გასაუმჯობესებლად.

ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და 2 ნოემბრიდან ამოქმედდება პირველი ინოვაციური სასწავლო პროგრამების ქართული საძიებო სისტემა studyprogrammes.ge, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებს ყველაზე სწრაფად მოძებნოს მისთვის შესაბამისი პროგრამა ან სასწავლო დაწესებულება. ამ უკანასკნელისთვის კი გამარტივდება პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაციის პროცესი.

ვებ-გვერდზე მომხმარებელი საძიებო ფილტრის და კატეგორიების გამოყენებით მარტივად შეძლებს საქართველოში ნებისმიერი პროგრამის მოძიებას – ერთდღიანი მასტერკლასებიდან დაწყებული, სამაგისტრო – სადოქტორო პროგრამებით დამთავრებული. მიიღებს ინფორმაციას პროგრამის ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ხანგრძლივობა, რეგისტრაციის პირობები, ღირებულება და სხვ.

ამჟამად საიტზე უკვე 340 სასწავლო პროგრამაა განთავსებული და მიმდინარეობს სხვა პროგრამებისა და სასწავლო დაწესებულებების რეგისტრაცია: http://studyprogrammes.ge/
აღნიშნული საძიებო სისტემა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2 ნოემბრიდან გახდება.

Studyprogrammes.ge ხელს შეუწყობს განათლების სისტემას და გახდის მას უფრო მარტივად საპოვნელს, ხელმისაწვდომს და ხარისხიანს!