ადვოკატი, მომავლის მაღალანაზღაურებად პროფესიათა სიაშია

,,თუკი ექიმი გაძლევთ სიცოცხლისთვის საჭირო რჩევებს, ადვოკატის რჩევა და სამართლებრივი დახმარება გიცავთ სწორად წარმართოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება“– ძველი რომაული გამონათქვამი

უკვე 9 წელია, რაც საქართველოში ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერი ადვოკატთა დღედ 2011 წელს გამოცხადდა. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან  8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი იყო .

ისტორიული ექსკურსი

ადვოკატი (ლათ.Advocatus) – ეს არის პირი, რომლის ვალდებულია იურიდიული დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივ/სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.

თავად პროფესია, ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში, რომსა და საბერძნეთში გამოჩნდა, როცა მაშინდელი ორატორები ასრულებდნენ დამცველების როლს და საზოგადოებას ნებისმიერ საკითხზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ, თუმცა, მაშინ მას ასე კონკრეტული სახელი არ ერქვა და როგორც პროფესია არ არსებობდას.

რომის რესპუბლიკის ეპოქაში ადვოკატი იყო ადამიანი, რომელსაც, როგორც კანონიერ დამცველს, ერთ-ერთი მხარე იწვევდა სასამართლო პროცესზე. ადვოკატი კი არა მარტო იურიდიულ რჩევებს აძლევდა თავის კლიენტს, არამედ ესწრებოდა პროცესს, რითაც მნიშვნელოვნად აძლიერებდა მის პოზიციას.

ადვოკატის პროფესიას საქართველოში მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. სასამართლოს დარბაზებში ადვოკატები მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან გამოჩდნენ და თავდაპირველად მათ ნაფიც რწმუნებულებს უწოდებდნენ. ადვოკატთა პირველი გაერთიანებების ჩამოყალიბებაც სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.

ადვოკატი, როგორც მომავლის პროფესია

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მომავალი ადვოკატი იქნება და ბევრი უკვე ადვოკატიცა. მათი საქმიანობა ხანგძლივ მუშაობას და ყოველდღიურ განვითარებას უკავშირდება.

კარგი ადვოკატი არის ის, ვინც იცავს კანონის და ეთიკის ნორმებს, გულისხმიერებით ეკიდება მასზე მინდობილ თითოეულ საქმეს და კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

საერთაშორისო კვლევითი ასოციაციის Business Insider-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ადვოკატის პროფესია მომავლის პროფესიათა სიაშია და ასევე, მომდევნო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზრაურებადი საქმიანობაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტის მერი ტარიელაშვილის და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დავით ასათიანის ერთობლივი LIVE „ადვოკატის წარმატებულ კარიერაზე“. 

 

სტატიის ავტორი: ეთო ბიქოშვილი