ვებინარი – “დასაქმება და კარიერული განვითარება მეიჯერელში”

17 თებერვალს “კარიერული განვითარების ცენტრში” ჩატარდა ვებინარი – “დასაქმება და კარიერული განვითარება მეიჯერელში”

კომპანია “მეიჯერელ საქართველოს” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – შორენა ქუთათელაძემ, მსმენელებს გააცნო, თუ რას სთავაზობს კომპანია დასაქმებულებს და როგორი იყო მათი განვითარების გზა დაარსებიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოში.

 

შეხვედრაზე საუბარი იყო თანამშრომლებისთვის წამახალისებელ აქტივობებზე და საბონუსე სისტემაზე, რომელიც ამჟამად “მეიჯერელ საქართველოს” აქვს. ასევე HR-მა დამსწრეებს გააცნო შერჩევის ის კრიტერიუმები, რომლებსაც თავად იყენებენ ახალი კადრების ასაყვანად და გაუზიარა, თუ რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ “მეიჯერელში” დასაქმდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა შორენამ ვებინარის ბოლოს დამსწრეებს აუხსნა, როგორია სწორად შედგენილი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ასევე მისცა რჩევები, რომლებიც პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციის დროს უნდა გაითვალისწინონ. შედეგად მათ მიიღეს საჭირო რჩევები, რომლებსაც შემდგომში სამსახურის ძიების დროს გაითვალისწინებენ.

დასკვნითი ნაწილი მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, სადაც მონაწილეები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე სვამდნენ კითხვებს.

“კარიერული განვითარების ცენტრი” მადლობას უხდის “მეიჯერელ საქართველოს” და შორენა ქუთათელაძეს, ასეთი საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგომშიც ასეთივე წარმატებული იქნება და მომავალშიც ერთობლივად გავაგრძელებთ ადამიანების კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას.

https://majorelcareers.ge/

ავტორი: ნატალია სიდამონიძე