5 რჩევა, რომ დამსაქმებელმა შეგამჩნიოს

დღეს, როცა ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, საჭიროება მოითხოვს მოვერგოთ სიახლეებს და გავითვალისწინოთ, თუ რა არის აქტუალური საერთაშორისო შრომის ბაზარზე. რამდენად საინტერესო და აქტიურ კადრადაც არ უნდა თვლიდეთ თავს, დარწმუნდით, რამდენად ხართ სოციალურად აქტიური.

#1 სოციალური ქსელების ეფექტი – აუცილებელია მოაწესრიგოთ თქვენი სოციალური არხები: Facebook, LinkedIn, Instagram, Twitter და ა.შ მიუთითეთ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ, რაში დაეხმარებით, რა პრობლემებს გადაუჭრით. თუ სამსახურს ეძებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე LinkedIn-ს, რადგან ის ყველაზე დიდ ონლაინ სივრცეს წარმოადგენს საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. არ შეგაშინოთ იმ ფაქტმა, რომ ახლა სტუდენტი ხარ და სამუშაო გამოცდილება არ გაქვს, რადგან დამსაქმებლების 95% ლინკდინს მომავალი თანამშრომლების ,,მოსაზიდად” იყენებს. მისი დახმარებით, გაიმარტივებთ საქმეს, როგორც მომავალი აპლიკანტი. სხვა სოც.ქსელებში მიუთითეთ თქვენი საქმიანობის სფერო/სფეროები, რას აკეთებთ. იყავით აქტიურები და ყოველდღიურად დაწერეთ 1 პოსტი მაინც. არ დაგავიწყდეთ ე.წ store, რადგან მას აქვს 24 საათიანი რეჟიმი, მუდმივად გედოთ სთორები.
#2 ჩაერთეთ კონკურსებში, მონაწილეობა მიიღეთ კონფერენციებში – ძალიან ხშირად, სწორედ კონფერენციებზე და კონკურსებში ხვდებით დამსაქმებლებს. არ მოგერიდოთ თქვენი აზრის დაფიქსირება და საჯარო მოხსენების გაკეთება. რადგან, პოტენციურ დამსაქმებელს აინტერესებს, რას ფიქრობთ, როგორ აზროვნებთ, რა უნარები გაქვთ. იყავით აქტიური ფიგურა და თქვენ აუცილებლად შეგამჩნევენ.
#3 გაიაქტიურე ნეთვორქინგი – კონტაქტებს დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. ხშირად, თუ კომპანიაში ვაკანტური ადგილია, დამსაქმებელი ამბობს თანამშრომლებთან და არც კი დებს დასაქმების საიტზე ვაკანსიას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი კონტაქტი. აქტიური მეილი, მობილურის ნომერი და ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი.
#4 გამოიყენე შესაძლებლობები – თუ თვლი, რომ შენი ცხოვრება გაცილებით უფრო აქტიური, წარმატებული და საინტერესო უნდა იყოს, მაშინ მიიღე ყველა გამოწვევა. შესაძლებლობები უსაზღვროა და თითოეული მათგანი არის, ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ. შეიძლება, დამარცხდე კიდეც, მაგრამ ამან უნდა გაგაძლიეროს. გახსოვდეს, თუ არ მუშაობს გეგმა ,,ა”, კიდევ 32 ასო გაქვს.
#5 გამოჩნდი – თუ ამ ეტაპზე არ გაქვს სამსახური, ან ფიქრობ, რომ შესაფერისი ვაკანსია ჯერ არ ჩანს, გამოიყენე ესეც, რომ შეგამჩნიონ. დაუკავშირდი კომპანიას და შესთავაზე თანამშრომლობა. დაწერე მათ გვერდზე სტატია, გადაიღე ფოტო/ვიდეო და ა.შ ასევე, შეგიძლია შექმნა შენი გვერდი, იქ გამოაქვეყნო მასალები, რაც შენ გინდა. მთავარია იაქტიურო და გამოჩნდე ყველგან. დააგროვო გაზომვადი მიღწევები და დამსაქმებელს აჩვენო, რომ შენ სწორედ ის ხარ, ვისაც ეძებს.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი