6 მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევ წარმატებას

ბავშვობაში ყველას გვქონია ოცნება, რას მივაღწევდით, ვინ გავხდებოდით. ბავშვობა ის პერიოდია, როცა ყველაზე თამამი ოცნებებიც კი, არ გვაშინებდა, ის დროა, როცა არ გვაფრთხობდა საკუთარი თავის კარიერის უმაღლეს მწვერვალზე წარმოდგენა. დრო კი გადის და ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ვერ ახერხებს ოცნებების ასრულებას და ფიქრები იდეალურ მომავალზე წარსულში რჩება. ყველაფერს თავის ახსნა და მიზეზი აქვს. პირველრიგში კი, წარუმატებლობის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რაც წინსვლაში გვაფერხებს და ხელს გვიშლის ოცნების რეალიზებაში.

#1 შიში – უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ვერ ხართ ისეთი წარმატებული, როგორსაც მოელოდით. შიში ყოველთვის გაიძულებთ უკან დაიხიოთ. ის ოცნებების ასრულების გზაზე თქვენი მთავარი მტერია. ადამიამები თავს იტანჯავენ იმაზე ფიქრით, ეს წინსვლა და ეს კონკრეტული ნაბიჯი მათ რას მოუტანს და მისი მიღწევის შემთხვევაში დაპირისპირება რასთან მოუწევთ? ადამიამები ხშირად ამბობენ: ,,მე წარმატების ღირსი არ ვარ” – უმეტეს შემთხვევაში მათ ვიღაცამ, ოდესღაც, წარსულში, უთხრა, რომ საკმარისად ჭკვიანები, ნიჭიერები, გამბედავები, ძლიერები ან შეუპოვრები არ არიან და მათ რაიმე დიდი მოვლენის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ შიში განაპირობება წარუმატებლობას. ამიტომ, იმუშავეთ საკუთარ შიშებთან. ისინი თქვენს გონებაშია. ებრძოლეთ მათ. როცა შიშებს დაძლევთ, ნახავთ, რომ ცხოვრებას იდეალურად გააკონტროლებთ და მიზანს მიაღწევთ.

#2 გარემო – არიან ადამიანები, რომლებიც სხვის ყველა მოქმედებას, ყველა ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ. საქმე როგორ კარგადაც უნდა გააკეთოთ, არ გეტყვიან, რომ ეს კარგად გამოგივიდათ. შედეგად, მოტივაცია აღარ გაქვთ და თვლით, რომ უსარგებლო ადამიანი ხართ, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ხვდებით, რომ თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები არიან, გაეცალეთ მათ. იქნებ დროა ახალი მეგობრები შეიძინოთ?! ისეთები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და მოტივაციას შეგმატებენ.

#3 საქმის გადადება – ,,ორშაბათიდან დავიწყებ;” ,,ახალი წლიდან შევუდგები;” ,,ხვალ დავაარულებ.” მსგავსი ფრაზები ალბათ, თქვენც გითქვამთ, თუნდაც ერთხელ მაინც. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ახალი, ორშაბათი, კვირა, ხვალ, ზეგ არ სრულდება და გვრჩება დაუსრულებელი საქმეები და პროექტები. ერთხელ მაინც თუ არიან ადამიანები, რომლებიც სხვის ყველა მოქმედებას, ყველა ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ. საქმე როგორ კარგადაც უნდა გააკეთოთ, არ გეტყვიან, რომ ეს კარგად გამოგივიდათ. შედეგად, მოტივაცია აღარ გაქვთ და თვლით, რომ უსარგებლო ადამიანი ხართ, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ხვდებით, რომ თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები არიან, გაეცალეთ მათ. იქნებ დროა ახალი მეგობრები შეიძინოთ?! ისეთები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და მოტივაციას შეგმატებენ. დაფიქრებულხართ რა როლს ასრულებენ მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები ჩვენს ცხოვრებაში და როგორ აფერხებენ წინსვლას? იმისათვის, რომ წარმატებული მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს. საქმე არასდროს არ გადადოთ. მოქმედებები სიტყვებზე უფრო ბასრია. წარმატების მიღწევას მხოლოდ ოცნება არ ჰყოფნის, მას მოპოვება უნდა და ამისთვის მოქმედებაა აუცილებელი.

#4 დაგეგმვა – წარუმატებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. სწორი დაგეგმვა მიზნის ასრულებასთან უფრო მეტად გვაახლოებს და მოტივაციას გვიზრდის. დაგეგმარებით შეგვიძლია გავთვალოთ შესაძლებლობებისა და მოლოდინის ოქროს შუალედი. ყოველთვის უნდა დავუშვათ, რომ რაღაც შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც დავგეგმეთ. ამისათვის გვჭირდება წინასწარ განსაზღვრული ალტერნატიული გზები. წარმატება მეტწილად სწორი დაგეგმვის შედეგია. სწორად გაანალიზებული გარემოებები და საჭიროებები გზას გვიკვალავენ წარმატებისკენ.

#5 თავდაჯერებულობის პრობლემა – ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ არ არიან საკმარისად ჭკვიანები, კარგები, მოტივირებულები, მიზანდასახულები და ა.შ ასეთი ტიპის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ X საქმე მათი არ არის, სხვები უკეთ გაართმევენ თავს. ისინი გაურბიან შექებას, სიახლეები აშინებთ, ცვლილებები არ უნდათ, შესაძლებლობებს უკუაგდებენ. არ აქვთ შინაგანი ფასეულობების შეგრძნება. მარტივად უთმობენ სხვებს ასპარეზს. მათ არ სწამთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ამ ტიპის ადამიამებს თავდაჯერებულობის სერიოზული პრობლემები აქვთ. შინაგანი თვითმარქვიას და დასწავლული უმწეობის სინდრომი არ აძლევს ადამიანს წარმატების და წინსვლის საშუალებას. თუ გინდათ, თქვემი ოცნების ასრულება უნდა იბრძოლოთ კიდეც. იწამეთ საკუთარი თავის და გიყვარდეთ ის უპირობოდ. მიიღეთ ყველა გამოწვევა. თქვენ უკვე საკმარისი ხართ. გახსოვდეთ, რომ ზუსტად ისე ცხოვრობთ და ისე ვითარდება თქვენი ცხოვრება, როგორც ექცევით საკუთარ თავს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიღწევებს, ტრიუმფებს, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს, დაისვენეთ და მიეცით უფლება საკუთარ თავს გახდეთ ბრენდი, მასშტაბირდეთ და ტაშს გიკრავდნენ.

#6 პატარა მიზნების ,,ეფექტი” – ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ X ვერ მიაღწევენ, რადგან ის უბრალოდ მიუღწეველია. ასეთი დამოკიდებულება არაეფექტურია და უშედეგო. თუ იმოქმედებთ და არ შეგეშინდებათ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მაგრამ თუ იფიქრებთ, რომ კონკრეტული მიზანი თქვენთვის ზედმეტად დიდია, არაფერი გამოგივათ. ასევე, ადამიანებს აქვთ პატარა მიზნები, მოკლევადიანი. გაიფართოვეთ თვალსაწიერი, დაისახეთ დიდი და გრძელვადიანი მიზნებიც, ბუმბერაზი მიზნები და იმოქმედეთ, იბრძოლეთ მათთვის.

წარმატება ყოველდღიური პროცესია და არა კონკრეტული დანიშნულების პუნქტი. იმოქმედე ყოველდღე და ამაში თავად დარწმუნდები.

შეცვალე მეთოდები ახლავე და იმოქმედე! დრო ჩაირთო! 

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი