ბანაკები

ლიდერთა პროფორიენტაცის ბანაკი

ლიდერთა პროფორიენტაციის ბანაკი განკუთვნილია 13-19 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

ბანაკი ორიენტირებულია ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებასა და მათ პროფესიულ ორიენტაციაზე, რაც ხორციედება შესაბამისი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით.

საგანმანათლებლო აქტივობები სრულად ეფუძვნება პრაქტიკაზე დამყარებულ სწავლებას.

ეს არის შესაძლებლობა მოსწავლისთვის, ექსპედიცია მოაწყოს საკუთარი შესაძლებლობების მწვერვალზე და იმოგზაუროს პროფესიების სამყაროში!

ლოკაცია: დაბა ბაკურიანი, სამცხე-ჯავახეთი

მიმდინარეობა: 3-9 აგვისტო, 2020 წელი

ბანაკის მიმდინარეობისას ახალგაზრდები დაესწრებიან შემდეგ ტრენინგებს:

  • გახდი ურთიერთობების ექსპერტი! – ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების ტექნიკები;
  • როგორ ავაშენო წარმატებული კარიერა 13 წლიდან? – პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა/მართვა
  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
  • დროის და სხვა რესუსების ეფექტური მართვა
  • თვითმოტივაცია და პიროვნული ზრდა

გარდა ტრენინგებისა, მონაწეილეებს ვაძლევთ შესაძლებლობას ბანაკის მიმდინარეობისას საკუთარ თავზე გამოსცადონ, როგორია კონკრეტული პროფესიის ადამიანის ცხოვრება, სამუშაო გარემო და ა.შ.

პროფესიებთან დაახლოების, როლის მორგების მიზნით, 7 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ასრულებენ სპეციალურ დავალებებს მათთვის საინტერესო პროფესიების მიხედვით.

ბანაკის ღირებულება მოიცავს:

  • ტრანსფერი (თბილისი-ბაკურიანი-თბილისი);
  • სასტუმროში (3 ვარკვლავიანი) განთავსება;
  • სამჯერადი კვება;
  • საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა;
  • მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან სწავლება;
  • ლიდერების მომსახურება;
  • სამედიცინო მომსახურება;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბანაკის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია covid 19-თან დაკავშირებით, რასაც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების კომპანია “ანტივირუსი”

▪ყველა მონაწილე წინასწარ, 1 აგვისტოს გაივლის სამედიცინო შემოწმებას;
▪2 აგვისტოს ჩატარდება ტრენინგი მონაწილეებისთვის “Covid 19-ისას გასათვალისწინრბელი უსაფრთხოების ნორმები, ვირუსების & ბაქტერიების თავიდან აცილება”
▪საბანაკე ტერიტორია პერიოდულად დამუშავდება სადეზინფექციო (ანტიალერგიული) ხსნარით;
▪ყოველდღიურად მოხდება ტრენერების, ლიდერების და მონაწილეების თერმოსკრინინგი და მომაცემები აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში;
▪მონაწილეებს აკრძალული ექნებათ საბანაკე სივრცის დატოვება;
▪ტრენერებს, მონაწილეებს და ლიდერებს გადაეცემათ შემდეგი აღჭურვილბა: ერთჯერადი მოხმარების პირბადეები, ხელთათმანები და ხელის სადეზინფექციო სითხეები.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია!

ბანაკის მონაწილეების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო მოეთოდით. 

აპლიკაციის შესავსებად გადადით ლინკზე:

https://bit.ly/3gUFFbo

 შეგიძლიათ ისარგებლოთ თი ბი სი ბანკის უპროცენტო განვადებით 

„ლიდერთა პროფორიენტაციის ბანაკი“ ხორციელდება ა(ა)იპ შემეცნებითი აკადემიის თანადაფინანსებით. ბანაკის მონაწილედ შერჩეულ 50 ახალგაზრდას 40%-ით დაუფინანსდება მონაწილეობა და, 750 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 450 ლარს!

იხილეთ გასული სეზონის ბანაკის მონაწილეების უკუკავშრი:

„ლიდერთა პროფორიენტაციის ბანაკი“ ეს არის ბანაკი, სადაც ჩაგიტარდებათ უამრავი ლექცია და ტრენინგი,რომელიც დაგეხმარებათ თვით განვითარებაში, შეიძენთ ასევე უამრავ მეგობარს და უკან სულ სხვანაირები დაბრუნდებით,მოტივირებულები და ასევე განტვირთულები, აბსოლუტურად ყველას მინდა გირჩიოთ, რომ წამოხვიდეთ ლიდერთა პროფორიენტაციის ბანაკში, სადაც უამრავიი კარგი რამ გელოდებათ.🍓💪

ელენე გოგობერიშვილი

15 წლის

„ბანაკმა ნამდვილად გაამართლა თავისი დევიზი „ექსპედიცია შენი შესაძლებლობების მწვერვალზე“ ბანაკის განმავლობაში კვალიფიციურ ლიდერებთან ერთად შევძელი ჩემი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და შემდეგ ამ შესაძლებლობების განვითარება ასევე აღმოვაჩინე ჩემი სუსტი მხარეები და შევძი ამ სუსტი მხარეების გამოსწორება რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი კარიერული განვითარების ცენტრს და პირადად ცენტრის დამფუძნებელს მერი ტარიელაშვილს. ბანაკის ფარგლებში ჩაგვივარდა ფსიქოლოგიის ლექცია რომელიც უზადოდ შემეცნებითი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის ასევე ყველა მონაწილისთვის, ჩაგვივარდა ასევე კრიმინალისტიკის ლექცია რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ვისწაე ძალიან ბევრი ახალი რამ რასაც თუნდაც სასკოლო განათლების ფარგლებში ვერ ვისწავლიდი. საბოლოო ჯამში ბანაკის ერთი კვირა ჩემთვის იყო უზომოდ დატვირთული დადებითი ემოციებით, ასევე შევიძინე ძალიან კარგი და განათლებული მეგობრები რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამე ვასწავლე და კონკრეტულ თემებზე ჩემი გამოცდილებაც გავუზიარე, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბანაკიდან მე და ჩემთან ერთად მყოფი ყველა მოზარდი დავბრუნდით უპირობო ლიდერები რის გამოც ლ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კარიერული განვითარების ცენტს. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული ამ ერთმა კვიტკრამ ისე უცბად გაიარა რომ გული მეტკინა ასე მალე რომ დამთავრდა ბანაკი.“

რატი მამესწარაშვილი

18 წლის