ჰგვგტგგტგტგ ნჰყჰყჰჰყ

სერვისები

უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის

აცნობს მათთვის საინტერესო პროფესიებს, ეხმარება პროფესიული როლის მორგებაში და იმის გარკვევაში თუ რამდენად არის პიროვნების შესატყვისი მისთვის საინტერესო პროფესია; უტარებს კარიერულ კონსულტირებას – ადგენს პიროვნების ფსიქოლოგიურ პორტრეტს, პროფესიული ორიენტაციის კლასიკური თვითსაკვლევი ინსტრუმენტების გამოყენებით ეხმარება ადამინს მისი უნარების, თვისებების და შესაძლებლობების შესაბამისი პროფესიული სფეროს დადგენაში.

უფროსკლასელებისთვის (მე-9 – მე-12) ტარდება ინტენსიური სწავლების კურსები 5 სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით: სამართალი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია და ბიზნესი. აღნიშნული კურსები შემუშავებულია განათლების ფსიქოლოგების და კონკრეტული დარგის ექსპერტების მიერ, მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, როლურ სიმულაციებს და ეხმარება ახალგაზრდას, რომ უკეთ გაიცნოს მისთვის საინტერესო პროფესია და მოირგოს პროფესიული როლი. შედეგად იგი შეძლებს ცნობიერი არჩევანის გაკეთებას.

პროფესიული ორიენტაციის პროექტების წყალობით შესაძლებელია დროითი, ფინანსური, მოტივაციური და სხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

აბიტურიენტთა მოსამზადებელი და უცხო ენების ცენტრი „ლიდერი“ – მოპოვებული აქვს ააიპ “შემეცნებითი აკადემიის” გრანტი. ცენტრის მიზანია: ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში, სწორი არჩევანის გაკეთებასა და მათთვის სასურველი მიმართულებით სწავლის გაგრძელებაში. “კარიერული განვითარების ცენტრი” თანამშრომლობს საქართველოს ლიდერ უნივერსიტეტებთან. ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასების შეთავაზებით.

• სტუდენტებისთვის

უზრუნველყოფს პრაქტიკული შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ახორციელებს სტაჟირების და დასაქმების პროგრამებს. ხელს უწყობს კარიერული საფეხურების გაცნობიერებას, მიზნების სწორად დასახვას, დროითი და სხვა რესურსის ეფექტიანად გამოყენებას.

• ზრდასრულებისთვის

ეხმარება ზრდასრულებს კარიერულ განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ან პროფესიის შეცვლაში. ცენტრი ზრუნავს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, უზრუნველყოფს ქვეყანაში კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას.

• კომპანიებისთვის

ხელს უწყობს კომპანიის შიდა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრას და ჩამოყალიბებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, თანამშრომლებში შრომითი ნაყოფიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, თანამშრომლებში პრაქტიკული შრომითი უნარ-ჩვევების წვრთნას და კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, პერსონალის განვითარებისთვის საჭირო კომპანიის შიდა სასწავლო პროგრამების დანერგვას, ატარებს სხვადასხვა ტრენინგს მაგ: „პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის სწორად მართვა“, „ინოვაციები, ლიდერება და ეფექტური კომუნიკაცია“, „კარიერული განვითარების ფსიქოლოგია“, „ადამიანური რესურსის მენეჯმენტი“ და სხვ.

„ახალგარდა ლიდერთა კლუბი“ და „CDC & მოსწავლეთა თვითმმართველობის კლუბი“

ჩვენ გვეამაყება თქვენს წარმატებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა!

აირჩიე პროფესია

გაიარე რეგისტრაცია – დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ რამოდენიმე წუთში გადმოგირეკავთ

რას ამბობენ ჩვენზე?

ათასობით ადამიანმა უკვე გაიარა ჩვენი კურსები, დროა თქვენც დაიწყოთ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაცუხარო კარიერის დაგეგმვის ცენტრს, რომელიც დამეხმარა ჩემში დაფარული უნარების აღმოჩენაში, ჩემთვის შესაფერისი პროფეესიის აღმოჩენაში დამეხმარა

გიორგი შეროზია

თბილისი
არაჩვეულებრივი ორგანიზაცია და ორგანიზატორები ასეთივე მიზნებითა და შედეგებით. ყველას გირჩევთ კარიერული განვითარების ცენტრს

გიორგი სვანიძე

ქუთაისი