31 ოქტომბერს “კარიერული განვითარების ცენტრში” გაიმართა დაჯილდოება

გუშინ, 31 ოქტომბერს “კარიერული განვითარების ცენტრში” გაიმართა დაჯილდოება.

დაჯილდოვდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიარეს: მედიცინის, სამართლის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის ორთვიანი კურსები.

სამივე კურსის მენეჯერმა გამოავლინა “საუკეთესო მონაწილე”, რომელთაც გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები.

ყველა მონაწილემ მიიღო ორენოვანი სერტიფიკატი.

“კარიერული განვითარების ცენტრი” წარმატებებს უსურვებს, ჩვენს კურსდამთავრებულებს.

ჩვენ გვეამაყება შესაძლებლობა ახალგაზრდებს დავეხმაროთ პროფესიის სწორად შერჩევასა და წარმატების მიღწევაში!