შენ შეძლებ ყველაფერს

Loading Events

როგორ გავხდე უფრო მეტად თავდაჯერებული 🤷🏻‍♀️
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა თითოეულ ჩვენგანს თავი უგრძნია დამარცხებულად, უმწეოდ. მსგავსი ნეგატიური შეგრძნებების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე საკმაოდ დიდია. ყველაზე ცუდი კი, რაც ამ დროს ხდება, ისაა, რომ ადამიანი კარგავს რწმენას საკუთარ ძალებში, მას აღარც კი სჯერა, რომ მიზნების მიღწევას შეძლებს. 🙏🏻

არსებობს გარკვეული ფსიქოტიპები, რომლებიც უფრო მეტად მიდრეკილები არიან დაბალი თვითშეფასებისკენ. აქვე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს გარემო ფაქტორების, სოციუმის, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გავლენა ადამიანის თავდაჯერებულობაზე.

აღნიშნულ სემინარზე განვიხილავთ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის თავდაჯერებულობას, ვისაუბრებთ ტექნიკებზე, რომლებსაც შეუძლიათ თვითშეფასების ამაღლება. 👸🏻

სემინარი განკუთვნილია ქალბატონებისთვის, ასაკი არ არის შეზღუდული.

მომხსენებელი: მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი და ამავე დროს წარმატებული მოდელი, “მის ევრაზია 2017” ტიტულის მფლობელი.

Organizer

+995 577 321 121

info@cdc.edu.ge

https://cdc.edu.ge

CDC

Venue

Vaja-Pshavela 16
Tbilisi, Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *