სასწავლო პროგრამები

შენში არის პოტენციალი!

წარმატებისთვის აუცილებელია – ვიპოვოთ იგი და განვავითაროთ სწორი მიმართულებით.

ადამიანების უმეტესობა (76%) პროფესიის არჩევისას უშვებს შეცდომას. შესაძლოა, შენ გარშემოც აღმოაჩინო ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ საკუთარი სპეციალობა ან არ მუშაობენ იმ სპეციალობით, რომელსაც დაეუფლნენ და მუდმივად უკმაყილოები არიან საკუთარი ცხოვრების ხარისხით. შესაძლოა დღეს შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ…

თანამედროვე სამყაროში ფორმალური განათლება და კარიერის დაგეგმვის ძველი მეთოდები არაეფექტურია. დღეს სამყარო ჩვენგან ბევრად მეტს მოითხოვს!

„კარიერული განვითარების ცენტრი“ შენთვის არის თუ საკუთარ მომავალსა და წარმატებაზე სერიოზულად ფიქრობ.

შეავსე ტესტი და მიიღე საჩუქრად კარიერული კონსულტაცია.

ტესტის შესავსებად დაგჭირდება მაქსიმუმ 3 წთ.

კონსულტაცია დაგეხმარება:

  • აღმოაჩინო შესაძლებლობები საკუთარ თავში;
  • მიიღო საჭირო ინფორმაცია შენი კარიერული განვითარებისთვის;
  • შეადგინო პირადი კარიერული განვითარების გეგმა;
  • აირჩიო/შეიცვალო პროფესია;
  • დაძლიო სამსახურთან დაკავშირებული სტრესული სიტუაციები;
  • იპოვო სასურველი სამსახური
  • განსაზღვრო წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯები შენ მიერ უკვე არჩეულ სპეციალობაში;
  • გახდე ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული სპეციალისტი.

ჩვენი კონსულტანტი დაგიკავშირდება და დაგეხმარება შენთვის ყველაზე შესაბამისი, ინდივიდუალური მომსახურების პაკეტის შედგენაში.

ჩვენთან შეგიძლია:

  • აირჩიო ან შეიცვალო პროფესია
  • აიმაღლო კვალიფიკაცია
  • მიიღო ხარისხიანი განათლება
  • გაიუმჯობესო წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციები
  • ჩამოაყალიბო და განავითარო პერსონალური ბრენდი
  • გაიარო სტაჟირება, დასაქმდე

ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგის ლიდერ დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან. ამიტომ მუდმივად საქმის კურსში ვართ შრომის ბაზარზე არსებული და დასაქმებისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ. იხილეთ რეკომენდაციები

სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და ექსპერტების ჩართულობით იქმნება პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალისტების გადამზადებას, საჭირო კომპეტენციების განვითარებას და დასაქმებას.

ჩვენ გვენდობიან

გასულ წელს 2 381-მა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სერვისებით.
იყავი საქმის კურსში! არ გამოტოვო შესაძლებლობა – გახდე უფრო მეტად წარმატებული!

გამოხმაურებები

დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვეძებდი სამსახურს. ვერ ჩამოვთვლი რამდენ გასაუბრებაზე ვიყავი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კარიერული განვითარების ცენტრს და ჩემს პირად კონსულტანტს, რადგან ძალიან დამეხმარნენ. პირველ რიგში, აღმოვაჩინეთ, რომ არასწორ სფეროში ვეძებდი კარიერულ ზრდას. შემდეგ დამეხმარნენ კარიერის შეცვლაში და დღეს, შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ ვარ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ვემსახურები ორ კომპანიას. რაც მთავარია, ასე ოჯახისთვისაც ბევრი დრო მრჩება და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან შემოსავლიანი და საჭიროა. ყველას ვურჩევ.

ქეთი

29 წლის

ვფიქრობ, რომ კარიერული ზრდის პრობლემა ჩემი დღის წესრიგში არსდროს მდგარა, თუმცა პრობლემები სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად თავს იჩენდა კონკრეტული სიტუციიდან გამომდინარე. ცენტრში კონულტაციების შემდეგ, ჩემს პირად კონსულტანტთან ერთად, მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემა დამოკიდებულებაში იყო. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე კარიერის პიკზე ვარ და პიკის დატოვებას საკმაოდ დიდი ხანი არ ვაპირებ, თუმცა ამ ადამიანების შეხვედრის შემდეგ არც კარიერის შეცვლა წარმოადგენს დიდ პრობლემას.  მადლობა მათ, რომ ამ უმინშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ და ასეთი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ბენეფიციარს.

ნანა

38 წლის

უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვიყავი როცა გავაცნობიერე, რომ სწრაფი პროგრესი მჭირდებოდა. ვხვდები, რომ მხოლოდ დიპლომი გამოსავალი არ არის, მითუმეტეს მაღალი კონკურენციის პირობებში. კარიერული განვითარების ცენტრზე ერთ-ერთ კომპანიაში გასაუბრებისას გავიგე. მითხრეს, რომ მათ შეეძლოთ ჩემი დახმარება და დრო არ დამიკარგავს, მაშინვე მივედი. გადავწყვიტე ჩემი კარიერის დაგეგმვა და სამსახურის ძებნის პროცესი პროფესიონალებისთვის მიმენდო. მიმაჩნია, რომ გონივრულია საქმე პროფესიონალებმა აკეთონ. ცენტრში მე განვივითარე წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციები და დამეხმარნენ ჩემი პირველი სამსახურის პოვნაში, გამოცდილების დაგროვებაში, ახლა კი ვემზადებით შემდეგი პოზიციის დაუფლებისთვის. მადლობა, ვურჩევ ყველას, ვისთვისაც წარმატება მნიშვნელოვანია!

ნიკოლოზი

22 წლის

ჯერ კიდევ ფიქრობ?

ჩვენთან ყველაფერია შენი წარმატებისთვის!

შეავსე ტესტი და მიიღე საჩუქრად კარიერული კონსულტაცია.

ტესტის შესავსებად დაგჭირდება მაქსიმუმ 3 წთ.

ჩვენი კონსულტანტი დაგიკავშირდება და დაგეხმარება შენთვის ყველაზე შესაბამისი, ინდივიდუალური მომსახურების პაკეტის შედგენაში.
აღწერა აკადემიური საათი საფასური
პროფორიენტაციის პროგრამა უფროსკლასელებისთვის (13-18 წელი) სიღრმისეული კონსულტაცია: ფსიქოპორტრეტის შედგენა, 3 პიროვნული თვითსაკვლევის შევსება. პირადი კარიერული განვითარების გეგმის შედგენა. ტრენინგები: პროფესიული გადაწყვეტილების მიღების ეტაპები; პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის მართვა მოსწავლეებისთვის; რბილი უნარები და წარმატებისათვის საჭირო კომპეტენციები (16 საათი) სავალდებულო – 16 საათი. (საათების რაოდენობა დამოკიდებულია არჩეულ ტრენინგებსა და სემინარებზე) 50 – 800 ₾ (დამოკიდებულია ინდივიდუალურად შედგენილ პროგრამაზე, არჩეულ კარიერულ კონსულტანტსა და საათების რაოდენობაზე)
ლიდერთა პროფორიენტაციის ბანაკი ბანაკში ბავშვები განთავსდებიან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასტუმროში, 3-ჯერადი კვებით. ერთი ნაკადის განმავლობაში ისინი ჩაერთვებიან შემეცნებით, საგანმანათლებლო და ფიზიკურ აქტივობებში. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ტრენინგებს ლიდერული უნარების განვითარებას და პროფესიული ორიენტაციის შესახებ. დღის მეორე ნახევარში კი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ აქტივობებში: „რა?სად?როდის?“ , „მოდების ჩვენება“, „კარაოკე“ , „ცეკვების საღამო“ და ა.შ. 1 – 2 კვირა 200 – 900
აბიტურიენტი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი „ლიდერი“ სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ცენტრში პერიოდულად ტარდება (გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული) ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელირება. ცენტრი ,,ლიდერის” ჯგუფები კომპლექტდება მოსწავლეების ინდივიდუალური კოგნიტური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს. გაკვეთილების საშუალო სიხშირე და ხანგრძლივობა მოიცავს თვეში 8-12 გაკვეთილს _ დრო  2 – 2,5 საათს. ტარდება შემეცნებითი აქტივობები მუზეუმებში, უნივერსიტეტებში და სხვ. გარდა ამისა, ცენტრ ,,ლიდერის” აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ “კარიერის დაგეგმვის ცენტრის” პროფესიულ აქტივობებს, რომლებიც მათ დაეხმარება სასურველი პროფესიის უკეთ გაცნობაში. ყველა აბიტურიენტი საჩუქრად გაივლის ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტირებას. დამოკიდებულია შეძენილ პროგრამაზე. 1 საგანი – თვეში არანაკლებ 16 აკადემიური საათი 1 საგანი – 120 ₾
სტუდენტი სიღრმისეული კონსულტაცია: ფსიქოპორტრეტის შედგენა, 3 პიროვნული თვითსაკვლევის შევსება. პირადი კარიერული განვითარების გეგმის შედგენა. ტრენინგები: პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის მართვა; კარიერის დაგეგმვა და განვითარება; გახდი ურთიერთობების ექსპერტი; შრომითი კომპეტენციები; შრომითი ურთიერთობების სპეციფიკა; კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლების ხელოვნება; მეხსიერების გაუმჯობესების ტექნიკები; ორგანიზაციული ტიპები და მართვის სისტემები; რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები სამსახურის ძებნის ეფექტური სტრატეგიები დღეს შეხვედრები წამყვანი კომპანიების და საჯარო სტრუქტურების „ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის“ წარმომადგენლებთან საჩუქრად ყველა სტუდენტი მიიღებს შრომის ბაზარზე უახლესი ტენდენციების მიხედვით ადაპტირებულ რეზიუმეს (CV) რჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან სტაჟირება-დასაქმების პროგრამაში მუდმივი მხარდაჭრა კარიერული განვითარებისთვის სავალდებულო – 8 აკადემიური საათი (საათების რაოდენობა დამოკიდებულია არჩეულ ტრენინგებსა და სემინარებზე) 50 – 500 ₾
სამუშაოს მაძიებელი უახლესი ტენდენციების და დარგობრივი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რეკომენდაციების შექმნა-მოწესრიგება კარიერული კონსულტაცია – პიროვნული მახასიათებლების, უნარების, კომპეტენციების იდენტიფიცირება და შესაბამისი შრომითი სფეროს და კომპანიის განსაზღვრა. სასურველ პოზიციასთან არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის დადგენა და უზრუნველყოფა კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება სამოქმედო გეგმის შედგენა ინდივიდის კარიერული განვითარებისთვის ტრენინგი შრომითი ურთიერთობები, კარიერული განვითარება, წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციები, სამსახურის ძებნის ეფექტური სტრატეგიები დღეს, შეხვედრები წამყვანი კომპანიების და საჯარო სტრუქტურების „ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის“ წარმომადგენლებთან. გასაუბრებისთვის და შერჩევის პროცედურებისთვის მომზადება მუდმივი მხარდაჭერა კარიერული განვითარებისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად 100 – 900