პროფორიენტაცია

პროფესიული ორიენტაცია

პროფესიული  ორიენტაციის კურსი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის 14-დან 19 წლამდე.

პროგრამა ეხმარება მონაწილეებს:

  • თვითგამორკვევაში; საკუთარი ფსიქოლოგიური მახასიათებლების იდენტიფიციერბაში;
  • წარმატებისთვის საკვანძო უნარების & კომპეტენციების შეძენა-განვითრებაში;
  • მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და მათ პრაქტიკულად გაცნობაში;
  • განათლების დაგეგმვაში.

კურსის მონაწილე ადგენს საკუთარი კარიერული განვითარების 5 წლიან სტრატეგიულ გეგმას.

პროგრამა ხორციელდება 50-მდე წამყვანი კომპანიის თანამონაწილეობით, როგორც კერძო, ასევე – საჯარო სექტორიდან: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „საქართველოს უზენაესი სასამართლო“, „თი ბი სი ბანკი“, „კონსტანინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „მორფოლოგიის ლაბორატორია“, „ი.ციციშვილის ბავშვთა ახალი საავადმყოფო“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი  მაუწყებელი“, „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“, „რადიო-ჰოლდინგი „ფორტუნა““ და სხვ.

კურსის ხანგრძლივობა 3-6 თვემდე.

პირველი ორი თვის განმავლობაში ხორციელდება კურსის მონაწილის ინტერესების, ღირებულებების და სხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლების კვლევა, წარმატებისთვის საკვანძო (ე.წ. „SOFT SKILLS”) განვითარება, კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა.  

მომდევნო თვეები განმავლობაში (განსაზღვრულია კურსის მონაწილის მიერ ინდივიდუალურად) ხდება ახალგაზრდისთვის შერჩეული სპეციალობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი პრაქტიკების უზრუნველყოფა პროფესიული როლის მორგების მიზნით:

  • მიიღებს ინფორმაციას პროფესიონალებისგან – როგორია მათი სამუშაო გარემო, პროცესები, ფუნქცია-მოვალეობები და სხვ;
  • პრაქტიკულად გამოცდის, როგორია კონკრეტული პროფესიის ქვეშ ცხოვრება;
  • შეხვდება სხვადასხვა დარგის და ლიდერ კომპანიებში მოღვაწე პროფესიონალებს.

პრაქტიკული ნაწილის გავლის, პროფესიებთან უშუალოდ შეხების შემდეგ გადაიხედება კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმა და ინდივიდუალურად განისაზღვრება მომდევნო ნაბიჯები.

კურსი მიმდინაორებს ONLINE ფორმატში.

კურსი მოიცავს თექვსმეტ 90 წუთიან შეხვედრას.

მონაწილეებს ეძლევათ საშინაო დავალებები, რომელიც უნდა შეასრულონ მითითებული ვადების დაცვით.

ადგილები შეზღუდულია! – შერჩევა ხდება სამოტივაციო წერილის, მშობელთან (ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან) და მონაწილესთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად!

იხილეთ კარიერული ორიენტაციის კურსის მონაწილეების უკუკავშირები

ჩემი მრავალფელოვანი ცხოვრების ყველაზე ლამაზი, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი ეტაპი ცალსახად ის იყო, როცა საოცრებათა სამყაროში მოვხვდი.😄
ჩემს საოცრებათა სამყაროს მაშინ ჯერ კიდევ „პროფორიენტაციის ცენტრი“ ერქვა, დღეს მას „კარიერული განვითარების ცენტრით“ იცნობს წარმატებულ მოსწავლეთა და არამარტო მოსწავლეთა უმეტესობა.
🕵🏻‍♂️👧🏽ღრმა ბავშვობიდან ბევრს, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემს მომავალ პროფესიაზე.
როგორ უნდა ამერჩია, რამე ხომ არ მეშლებოდა, მქონდა თუ არა უნარები, რომელიც საჭირო იყო იმ სფეროსთვის, რომელიც მომწონდა. პრობლემაც სწორედ ეს იყო. წარმოდგენა არ მქონდა პროფესიების უდიდესი სიიდან, რომლებიც მიზიდავდა, როგორ უნდა ამერჩია ერთი.
🔙 სულ მალე აბიტურიენტი გავხდებოდი, როცა მე11 კლასის მიწურულს ჩემს სკოლაში მერი ტარიელაშვილი მოვიდა.
🗣მოგვიყვა, რომ არსებობდა სერვისი, რომელზეც დიდი ხანი ,,ვოცნებობდი” და როგორც ყველას, მეც ჰაერივით მჭირდებოდა.
არსებობდა ცენტრი, სივრცე, ადამიანები, რომელბიც იმისთვის მუშაობდნენ, რომ დახმარებოდნენ ადამიანებს სწორი კარიერული არჩევნის გაკეთებასა და წარმატების მიღწევაში.

🧐👀ცოტა გამიკვირდა, იმ პირობებში, როცა არც სახელმწიფო არ ზრუნავს პროფორიენტაციაზე, რატომ გადაწყვიტა „რიგითმა“ მოქალაქემ (როგორც შემდეგ გაირკვა- ერთ-ერთმა საუკეთესო კარიერის სპეციალისტმა და ფსიქოლოგმა, როგორც მინიმუმ- საქართველოში) ამდენი ადამიანის დახმარება.

საბედნიეროდ, დრო არ დამიკარგავს და მალევე ჩავეწერე სამართლის, შემდეგ_მედიცინის, ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის, ბიზნესის და ყველა კურსზე,რაც ჰქონდათ.😄
🎠საოცრებათა სამყარო ვახსენე და მეც ალისასავით, თითქოს, ნამცხვარი გავსინჯე, რომელიც ასევე ზრდიდა, ოღონდ არა ზომაში, არამედ გონებრივად, კარიერულად.

🤝🕴🏼მალევე გავხდი ამ საოცარი გუნდის წევრი, ჯერ პროექტების მენეჯერი გავხდი, მალევე მასწავლეს მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვები. ვისწავლე ეფექტური კომუნიკაცია, შევიძინე და დავხვეწე ჩემში გენერირებული უამრავი უნარი. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა უმაღლესი ხარისხის ცოდნას უზიარებ შენზე პატარას, თანატოლს, ან ბევრად დიდს.

❤️შეუძლებელია არ ვახსენო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი- „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“, რომლის წევრობაც ჩემთვის უდიდესი პასუხიმგებლობა და პატივი იყო.
კლუბმა არა მხოლოდ ორგანიზატორული უნარები განმივითარა, არამედ მაჩუქა საოცარი, ყველაზე ძვირფასი, უნიჭიერესი, პერსპექტიული ადამიანები. მოტივირებული ახალგაზრდების ამ გუნდით სულ ვიამაყებ!

🏫მე დღეს ვსწავლობ სასურველ უნივერსიტეტში, საუკეთესო ფაკულტეტზე და არც ერთი წამით მეპარება ეჭვი ჩემს არჩევანში, იმიტომ, რომ ამაზე პროფესიონალემა იზრუნეს.

ჩემი ისტორია და თანამშრომლობა ,,კარიერული განვითრების ცენტრთან”, ,,ახალგაზრდა ლიდერთა კლუბთან” და ენითაღუწერელ მერი ტარიელაშვილთან არასდროს დასრულდება, რადგანაც როდის რით გაგვაოცებენ, როდის რას შემოვთავაზებენ, არ ვიცით. მათი იდეები, სურვილი იმისა, რომ შეგვიქმნან კომფორტი და წარმატებული მომავალი წარმოუდგენლად დიდია, ჩვენგან მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის სურვილი სჭირდებათ.

🙏🏽ბოლოს, უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ყველა ლექტორს, ტრენერს, მოსწავლეს, მეგობარს, რომელმაც შეიტანა წვლილი ჩემ განვითარებაში, მასწავლა, დამეხმარა და მანახა ის, რაც მაინტერესებდა.
თქვენ, ალბათ, ვერასდროს წამრმოიდგენთ, როგორ გვეხმარებით, რამხელა მაგალითს და მოტივაციას გვაძლევთ.

იმედია, მეც დაგეხმარეთ რამით.
ერთს გირჩევთ!😁 იქონიეთ წარმატების სურვილი, დანარჩენს საქართველოში ერთადერთი და უალტერნატივო @კარიერული განვითრების ცენტრი მიხედავს.❤️ 

ლელუკა ჭკადუა

19 წლის

რამდენიმე სიტყვით მინდა რომ მეც გამოვთქვა ჩემი შთაბეჭდილებები ამ პატარა „თავგადასავლის“ (როგორც მერი იტყოდა😄) შესახებ.
სულ რაღაც 2 თვე გავატარე ამ ორგანიზაციაში და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უსაზღვრო ცოდნა, გამოცდილება, ახალი ისტორიები და ბევრი ბედნიერი მომენტი შევმატე ჩემს ცხოვრებას😁❤️და ამ ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მერის❤️
ეს ის ‘თავგადასავალი’ იყო, რომელიც მართლა არასდროს დამავიწყდება.❤️და საბოლოოდ, რათქმაუნდა ყველას გირჩევთ ამ ორგანიზაციაში თუნდაც 2 თვის გატარებას, რომელიც დამიჯერეთ აღარასდროს დაგავიწყდებათ❤️ – მარიამ კობახიძე, 16 წლის, თბილისი

მარიამ კობახიძე

16 წლის