ცენტრის საქმიანობა

კარიერული განვითარების ცენტრი ეხმარება ადამიანებს ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების, უნარების, შესაძლებლობების, შრომის ბაზრის მოთხოვნების, საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით სწორად აირჩიონ ან შეიცვალონ პროფესია; კარიერულად რეალიზდნენ, დასაქმდნენ და ა.შ.

ჩვენი მიზნებია:

  • ადამიანური კაპიტალის განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად;
  • კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდა;
  • ადამიანების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარება დამსაქმებლებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • განათლების და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობა;
  • პროფესიული ორიენტაციის დანერგვა და განვითარება;
  • განათლების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით;
  • პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
  • სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების კარიერული განვითარება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა;
  • კარიერული სერვისების დანერგვა, განვითარება და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება.

აირჩიე პროფესია

გაიარე რეგისტრაცია – დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ რამოდენიმე წუთში გადმოგირეკავთ

რას ამბობენ ჩვენზე?

ათასობით ადამიანმა უკვე გაიარა ჩვენი კურსები, დროა თქვენც დაიწყოთ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაცუხარო კარიერის დაგეგმვის ცენტრს, რომელიც დამეხმარა ჩემში დაფარული უნარების აღმოჩენაში, ჩემთვის შესაფერისი პროფეესიის აღმოჩენაში დამეხმარა

გიორგი შეროზია

თბილისი
არაჩვეულებრივი ორგანიზაცია და ორგანიზატორები ასეთივე მიზნებითა და შედეგებით. ყველას გირჩევთ კარიერული განვითარების ცენტრს

გიორგი სვანიძე

ქუთაისი